ქათამი პომიდვრით და ყველით
ქათამი პომიდვრით და ყველით
ჩვენი აქტიური მკითხველი, მრავალშვილიანი დედა და კარგი მზარეული მაკა ქიტესაშვილი კვლავ გვიზიარებს თავის ერთ-ერთ გამოცდილ რეცეპტს:

ქათმის რბილი ნაჭრები ან ფილე, ოღონდ რბილი, დაახლოებით ნახევარი კილო, ჩათუშეთ ცოტა ცხიმთან და 1-2 კბილ ნიორთან ერთად, მერე გაფცქვნილი და ბრტყლად დაჭრილი, 4-5 ცალი პომიდორი მოაფინეთ ზემოდან და გახეხილი ყველი (დაახლოებით 200 გრამი), რომ დაიფაროს სულ. შედგით ქურაში, სანამ ყველი სულ არ ჩადნება და პომიდორიც არ დარბილდება, დაახლოებით - 20 წუთი, 200 გრადუსზე. ბოლოსკენ რომ მივა პროცესი და გამოიღებთ ქურიდან, ზემოდან კამა და
მწვანე ხახვი მოაყარეთ. შეგიძლიათ, პილპილი დაუმატოთკ, ასევე ძალიან უხდება სოკო, თუმცა თუ პატარებს უკეთებთ, ასეთ შემთხვევაში სოკოსა და პილპილისგან თავი შეიკავეთ. ცოტა მარილიც უნდა, თუ ყველი არ არის მარილიანი.
mshoblebi
8512
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები