როგორია ამ კერძის მთავარი საიდუმლო თუ გსურთ, იდეალურად მოამზადოთ ქათამი ქურაში, სულ სამი ინგრედიენტი გჭირდებათ: წიწაკა, მარილი და თვითონ ქათამი. მომზადებამდე დარწმუნდით, რომ ხორცი ოთახის ტემპერატურისაა. ღუმელი 230 გრადუსამდე გაახურეთ. ქათამს გარედან და შიგნიდან გადაუსვით მარილი და წიწაკა (შეგიძლიათ, აჯიკაც გამოიყენოთ, თუ პიკანტური გემო გიყვართ). შემდეგ მჭიდროდ გადაუჭირეთ ქათამს ძაფი, ფეხებიდან დაიწყეთ, და ერთი საათით მოათავსეთ ცხელ ღუმელში. ამ დროის განმავლობაში ღუმელის კარი არ გახსნათ და არც შიგნით შედგმულ ქათამს გადაუსვათ ცხიმი. მხოლოდ მას მერე, რაც 60 წუთი გავა, ;ანგარი გამოიღეთ და 15 წუთით გააგრილეთ ქათამი. მხოლოდ შემდეგ მოხსენით ძაფი და თუ გსურთ, ცოტა ცხიმი (კარაქი) გადაუსვით.