შემწვარი ყველის სენდვიჩი - თითებს ჩაიკვნეტთ!
შემწვარი ყველის სენდვიჩი - თითებს ჩაიკვნეტთ!
ამ კერძის მომზადებას არც ბევრი ინგრედიენტი უნდა და არც ბევრი შრომა. ყველი (სასურველია, სულგუნი იყოს ან სხვა მაგარი ყველი) დაახლოებით 1 სანტიმეტრის სისქეზე დაჭერით. შემდეგ ეს ნაჭრები სათითაოდ ამოავლეთ ჯერ ფქვილში, მერე ათქვეფილ კვერცხში, ბოლოს კი - საფანელში. ფქვილი კარგ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ დანარჩენი ინგრედიენტები კარგად მიეწებოს ყველს.
ასე "დაჯავშნილი" ყველის ნაჭრები ცხელ ზეთიან ტაფაზე დაალაგეთ მაღალ ცეცხლზე და თითო მხარეს დაახლოებით 1 წუთით შეიწვას. როგორც კი ფერს შეიცვლის, მიხვდებით, რომ უკვე მზადაა. ნაზ ყველს ხრაშუნა კანი გაუხდება. ძალიან
გემრიელი და ორიგინალური კერძიც მზადაა.
7658
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
lika
0
ორიგინალურობის რა მოგახსენოთ,ეს ბერძნული საგანაკია.ძალიან გუმრიელი......
00:59 / 17-06-2015
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი