ამ კერძის მომზადებას არც ბევრი ინგრედიენტი უნდა და არც ბევრი შრომა ამ კერძის მომზადებას არც ბევრი ინგრედიენტი უნდა და არც ბევრი შრომა. ყველი (სასურველია, სულგუნი იყოს ან სხვა მაგარი ყველი) დაახლოებით 1 სანტიმეტრის სისქეზე დაჭერით. შემდეგ ეს ნაჭრები სათითაოდ ამოავლეთ ჯერ ფქვილში, მერე ათქვეფილ კვერცხში, ბოლოს კი - საფანელში. ფქვილი კარგ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ დანარჩენი ინგრედიენტები კარგად მიეწებოს ყველს.
ასე "დაჯავშნილი" ყველის ნაჭრები ცხელ ზეთიან ტაფაზე დაალაგეთ მაღალ ცეცხლზე და თითო მხარეს დაახლოებით 1 წუთით შეიწვას. როგორც კი ფერს შეიცვლის, მიხვდებით, რომ უკვე მზადაა. ნაზ ყველს ხრაშუნა კანი გაუხდება. ძალიან გემრიელი და ორიგინალური კერძიც მზადაა.