განსაკუთრებული კატლეტის რეცეპტი ეს რეცეპტი რამდენიმე დიასახლისს აქვს გამოცდილი და როგორც ამბობენ, ეს ყველაზე გემრიელი კატლეტი ყოფილა.
დაგჭირდებათ:
ქათმის ან ინდაურის ხორცის ფარში - 800 გრ
მანანის ბურღული - 4 სუფრის კოვზი
არაჟანი - 2 სუფრის კოვზი
კვერცხი - 1 ცალი
შაქარი - 2 ჩაის კოვზი
მდოგვი - 2 ჩაის კოვზი
ოხრახუში, კამა, მარილი, სუნელები გემოვნებით
მომზადება:
ფარში, მანანის ბურღული, კვერცხი, არაჟანი, მდოგვი, შაქარი, მარილი და სუნელები ერთ ჯამში მოათავსეთ. ძალიან წვრილად დაჭერით მწვანილი, ისიც დაუმატეთ და კარგად აურიეთ. გამოდის სველი ფარში, რომელიც უმჯობესია კოვზით აიღოთ და არა ხელით.
ცხელ ტაფაზე, რომელშიც მცენარეული ზეთი ასხია, კოვზით დადეთ კატლეტები და 2-3 წუთით შეწვით ორივე მხრიდან - ისე, რომ ოქროსფრად შეიფეროს.
ამის შემდეგ ტაფაში ცოტა წყალი ჩაამატეთ, თავზე დაახურეთ და დაბალ ცეცხლზე 10 წუთით დატოვეთ: თითოეულ მხარეს 5-5 წუთით.