"მოხარშული სგუშონის" დამზადება სახლის პირობებში - ნატურალური რძითა და საკუთარი ხელით - მშობლები

"მოხარშული სგუშონის" დამზადება სახლის პირობებში - ნატურალური რძითა და საკუთარი ხელით

2015-06-28 17:09:42+04:00

მომზადებისთვის 120 წუთია საჭირო. 1 ლიტრი რძისგან 420 გრამი შედედებული რძე გამოდის მომზადებისთვის 120 წუთია საჭირო. 1 ლიტრი რძისგან 420 გრამი შედედებული რძე გამოდის.

დაგჭირდებათ:

1 ლიტრი რძე

150 გრ შაქარი

1 ჩ.კ. სოდა

1 მწიკვი ვანილი ან დარიჩინი

მომზადება:

1. სქელძირიან ქვაბში მოათავსეთ რძე, შაქარი, სოდა და ვანილი. აადუღეთ.

2. საშუალო ცეცხლზე 20-წუთიანი დუღილის შემდეგ რძე შეყავისფრდება. ცეცხლს დაუწიეთ.

3. დაბალ ცეცხლზე მალ-მალე ურიეთ და დაახლოებით 1 საათის განმავლობაში ადუღეთ.

4. თუ 1 საათში გადმოდგამთ, "სგუშონი" უფრო თხელი გამოვა და მოუხდება კოქტეილს, ყავას, დესერტებს. ხოლო თუ საათსა და 5-10 წუთს ადუღებთ, საკმაოდ სქელ, მუქ კარამელს მიიღებთ.

5. თუ საათსა და 10 წუთის შემდეგაც "სგუშონი" სქელი არ გეჩვენებათ, მაცივარში გააცივეთ. ამის შემდეგ კიდევ უფრო შესქელდება. ცეცხლიდან გადმოდგმის შემდეგ 5 წუთის განმავლობაში კიდევ უნდა ურიოთ რძეს. გააგრილეთ ოთახის ტემპერატურაზე და შემდეგ 1 საათით მაცივარში შედგით.

მომზადებული "სგუშონი" შეგიძლიათ თავდახურულ ქილაში რამდენიმე დღის განმავლობაში შეინახოთ.