გთავაზობთ სახლში დამზადებულ ყველს, რომელშიც მხოლოდ ნატურალური პროდუქტებია ყველი, რომელსაც მაღაზიაში ან ბაზარში ვყიდულობთ, ხანდახან არც ვიცით, რისგან არის დამზადებული. ზოგადად, ყველში დიდი რაოდენობით კალციუმია, რაც აუცილებელია ბავშვის ზრდა-განვითარებისათვის. ბავშვებს ძალიან უყვართ ეს სასარგებლო პროდუქტი და მისგან დამზადებული არაერთი კულინარიული ნაირსახეობა. გთავაზობთ სახლში დამზადებულ ყველს, რომელშიც მხოლოდ ნატურალური პროდუქტებია და დიასახლისების მიერ გამოცდილიც.
იგრედიენტები:
1 ლიტრი რძე;
1 სუფრის კოვზი მარილი;
200-300 გრ. არაჟანი;
3ც. კვერცხი.
მომზადება:
აადუღეთ რძე, ჩააყარეთ მარილი. ცალკე ათქვიფეთ არაჟანი კვერცხთან ერთად. როგორც კი რძე ადუღდება, დაუმატეთ ათქვეფილი არაჟანი კვერცხთან ერთად. თან გამუდმებით ურიეთ დაახლოებით 5 წუთი. როგორც კი აიჭრება, ნარევი გადმოდგით და გადააასხით საწურზე. თუ საწური არ გაქვთ, მარლა გამოიყენეთ. აცადეთ, სანამ ბოლომდე დაიწურება სითხე. რაც დარჩება საწურზე თუ მარლაში, ცოტა ხნით შედგით მაცივარში. როცა გაცივდება, შეიძლება მიირთვათ.
გემოვნების მიხედვით დაუმატეთ მაგ: კამა ან პიტნა.
ამბობენ, რომ თუ გინდათ, რომ ყველს ნასვრეტები ჰქონდეს, უნდა დაუმატოთ სოდა. თქვენ თვითონ გადაწყვიტეთ: თუ ბავშვისთვის ამზადებთ, ალბათ სოდა აუცილებელი არ არის.