კარტოფილი ფრი ზეთის გარეშე - ცხიმის წვეთიც არ სჭირდება
კარტოფილი ფრი ზეთის გარეშე - ცხიმის წვეთიც არ სჭირდება
კარტოფილი ფრი ბავშვების საყვარელი საკვებია. არც უფროსები ვამბობთ მასზე უარს. სამწუხაროდ, ფრი ბევრ ზეთში იწვება და ამის გამო ბავშვებისთვის სასარგებლო არ არის. საბედნიეროდ, ალტერნატივა ყველაფერს მოეძებნება. ამჯერად გთავაზობთ ფრის რეცეპტს, რომელსაც ერთი წვეთი ზეთიც არ უნდა.

დაგჭირდებათ:
5-7 კარტოფილი
2 კვერცხის ცილა
მარილი
პილპილი, სანელებლები გემოვნებით

მომზადება:
1. გათალეთ და გარეცხეთ კარტოფილი. დაჭერით 1 სანტიმეტრი სიგანის ჩხირებად.
2. ათქვიფეთ ცილა. დაამატეთ მარილი და სანელებლები
mshoblebi
3. მოათავსეთ კარტოფილი ჯამში და მოასხით
ცილა. აურიეთ ერთმანეთში ისე, რომ თითოეული კარტოფილის ჩხირი ცილაში ამოევლოს.
mshoblebi
4. გაახურეთ ღუმელი 200-220 გრადუსზე. დააფინეთ საცხობ ლანგარზე კალკის ქაღალდი, დააწყვეთ კარტოფილი. აცხვეთ 10 წუთი. შემდეგ კალკა მოაშორეთ და დაბრაწეთ შეწითლებამდე.
mshoblebi

mshoblebi
22530
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
```