ყაბაყი ძალიან სასარგებლო პროდუქტია, განსაკუთრებით ბავშვებისთვის ყაბაყი ძალიან სასარგებლო პროდუქტია, განსაკუთრებით ბავშვებისთვის. მისგან ბევრი რამ მზადდება და ეს ერთ-ერთი გამოცდილი რეცეპტია, რომელიც გემრიელია და პატარებსაც შეგიძლიათ, შესთავაზოთ.
საჭირო მასალა:
5 საშუალო ზომის ყაბაყი
400 გრ ფარში
3 საშუალო თავი ხახვი
7-8 ცალი საშუალო ზომის პომიდორი
100 გრ მაგარი ყველი (ყველის გარეშეც შეიძლება)
4 ცალი კვერცხი
2 სუფრის კოვზი ტომატის პასტა
150 გრ არაჟანი
მარილი, სუნელები, მცენარეული ზეთი
მომზადება:
ხახვი ტაფაზე მოშუშეთ, დაუმატეთ ფარში, მოაყარეთ მარილი, წიწაკა, ტომატის პასტა.
ყაბაყი მსხვილ სახეხზე გახეხეთ, დააყარეთ მარილი და გაწურეთ.
პომიდორი მრგვლად დაჭერით. კვერცხი არაჟანთან ერთად ათქვიფეთ, დააყარეთ მარილი.
ფორმას წაუსვით ზეთი, მოათავსეთ მასზე ყაბაყის ნახევარი, ზემოდან - ფარში, მერე ისევ ყაბაყი. ზემოდან დაალაგეთ პომიდორი. მოასხით არაჟნისა და კვერცხის ნარევი, ბოლოს მოაყარეთ გახეხილი ყველი.
გამოაცხვეთ 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში, 30-35 წუთით.