ერთი წლის ასაკიდან უკვე შეიძლება ამ კერძის მირთმევა ერთი წლის ასაკიდან უკვე შეიძლება ამ კერძის მირთმევა.
ინგრედიენტები:
ქათმის მკერდი - 2 ცალი (ან 4 ფილე)
კვერცხი - 2 ცალი
რძე - 0,5 ჭიქა
საფანელი (დაფხვნილი "სუხარი") - 1 ჭიქა
ფქვილი - 2 სუფრის კოვზი
მარილი და სუნელები გემოვნებით
მომზადება:
ხორცი ძვლისგან გააცალკევეთ პატარა ნაჭრებად დაჭერით. თითოეულ ნაჭერს მოაყარეთ მარილი, სუნელები და ამოავლეთ ფქვილში.
შემდეგ ამოავლეთ რძეში ათქვეფილ კვერცხში და გააგორეთ საფანელში.
შეწვით ტაფაზე. შემდეგ ქაღალდის ხელსახოცზე დაალაგეთ, რომ ზედმეტი ცხიმი შეიშროს.