ყველასთვის საყვარელი ნამცხვარი „ზებრა“ - ბებიის რეცეპტით
ყველასთვის საყვარელი ნამცხვარი „ზებრა“ - ბებიის რეცეპტით
„ზებრა“ ძალიან პოპულარული ნამცხვარია. თანაც, პატარისთვისაც შეიძლება მისი მიცემა. ბებიის რეცეპტით გამომცხვარ ნამცხვარს განუმეორებელი გემო ექნება. მთავარია - გამოაცხოთ მთელი გულით!

ინგრედიენტები:
• 4-5 კვერცხი;
• 180 გრ. შაქარი;
• 200 გრ. არაჟანი;
• 100 გრ. კარაქი;
• 2 ჭიქა ფქვილი;
• 10 გრ. გამაფხვიერებელი;
• 1 სუფრის კოვზი კაკაო
ცოტა ვანილი
mshoblebi
მომზადება:
კარგად ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი. დაუმატეთ არაჟანი, დარბილებული კარაქი, ფქვილი, ვანილი და გამაფხვიერებელი. აურიეთ კარგად.
მიღებული ცომი
გაანაწილეთ ორ ჭურჭელში. ერთში დაამატეთ კაკაო და კარგად აურიეთ.
ფორმას წაუსვით კარაქი.
ცენტრიდან დაიწყეთ და სუფრის კოვზით მორიგეობით დაასხით თეთრი და შოკოლადისფერი ცომი.
კოვზის კიდით ან კბილის საწმენდი ჩხირით გაავლეთ რამდენიმე ღრმა ხაზი ცენტრიდან კიდემდე. გამოაცხვეთ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე დაახლოებით 35-40 წუთი.
გემრიელად მიირთვით!
12450
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
```