ხაჭოს "ვარენიკების" ყველაზე მარტივი რეცეპტი
ხაჭოს "ვარენიკების" ყველაზე მარტივი რეცეპტი
ამ რეცეპტს ხშირად ასე ეძახიან – "ვარენიკები ზარმაცებისთვის". საკმაოდ ადვილი მოსამზადებელია და იმავდროულად, გემრიელი და სასარგებლოც. სწრაფადაც მზადდება.

საჭირო მასალა:
200 გრამი ხაჭო
1 ცალი კვერცხი
მწიკვი სოდა
30 გრ კარაქი
მარილი გემოვნებით
ფქვილი რასაც შეიზელს

მომზადება:
ფქვილის გარდა ყველა ინგრედიენტი კარგად აურიეთ, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. დაუმატეთ ფქვილი და ცომი მოზილეთ.
ცომი ძეხვის სისქის რულეტივით გააგორეთ და პატარ-პატარა ნაჭრებად დაჭერით.
ცეცხლზე შემოდგით წყლიანი ქვაბი, რომ წამოდუღდება, ჩააყარეთ მარილი და ადუღებულ
წყალში ჩაყარეთ მომზადებული ნაჭრები. როცა წყალზე დაიწყებენ ტივტივს, კიდევ 40 წამი ადუღეთ და ამოიღეთ.
გემრიელია არაჟნით, ჯემით, კენკრით და ხილით, ან სულაც – კარაქთან ერთად.
13233
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
0
მე გამიკეთებია არა ტკბილი, ჩემს პატარას დალიან მოეწონა კარაქით.
14:10 / 24-07-2015
მსგავსი სიახლეები
```