როგორ შევადგინოთ საპიკნიკე მენიუ მარტივად - გემრიელი რეცეპტები
როგორ შევადგინოთ საპიკნიკე მენიუ მარტივად - გემრიელი რეცეპტები
ცხელი ამინდებისგან, ხმაურიანი ქალაქისგან თავის დასაღწევად და ენერგიის აღსადგენად პიკნიკი იდეალური გამოსავალია. ამ სტატიაში შევეცდებით გაგიადვილოთ საპიკნიკე მენიუს შედგენა მარტივი რეცეპტებითა და მცირე დანახარჯებით. მოკლედ, მინდა მოგიყვეთ, რა მარტივად შევძელით მე და ჩემმა მეგობრებმა გასულ უიკენდზე დროის გატარება. ამისთვის პარასკევს საღამოს შევიარეთ "ნიკორაში", შევიძინეთ ჩვენი გემოვნების მიხედვით პროდუქტი და სასმელი და შევუდექით მზადებას.

გთავაზობთ რეცეპტებს, რომლებიც ძალიან გაგიადვილებთ პიკნიკისთვის მზადებას.

სენდვიჩი ქათმითა და ბეკონით
mshoblebi
ინგრედიენტები: სენდვიჩის ან დაჭრილი პური, 200
გრ შემწვარი ქათმის ფილე (1 ცალი შემწვარი ბარკლის ფასი 3 ლარია), 200 გრ ბეკონი, 250 გრ მდნარი ყველის ფირფიტები (ერთი შეკვრა 4 ლარი ღირს), 5 სალათის ფოთოლი, 3 ცალი პომიდორი, 1 ცალი ბულგარული წიწაკა, მაიონეზი გემოვნებით.

მომზადების წესი: ქათმის ფილე დაჭერით გრძლად, პომიდორი რგოლებად, ხოლო ბულგარული გრძლად.

გაჭერით პურები შუაზე, დაასხით მაიონეზი, შემდეგ დაალაგეთ ბულგარული და პომიდორი, დაადეთ ნახევარი ნაჭერი ქათმის ფილე. ოდნავ შეწვით ბეკონი და მაშინვე, ცხელ-ცხელი დაადეთ ზევიდან ფილეს. შემდეგ დაადეთ ყველი ისე, რომ ცოტა დადნეს. სენდვიჩი მზად არის.

სარდელი შამფურზე

mshoblebi

ინგრედიენტები:

1 კგ ბავარიული სარდელი ("ნიკორაში" 11,90 ლარად შეიძენთ)
ლორი
მარილი და პილპილი გემოვნებით

მომზადება:
სარდელი რამდენიმე ადგილას დანით ჩასერეთ,
ნაპრალებში ლორის პატარა ნაჭრები მოათავსეთ. მოაყარეთ პილპილი და მარილი გემოვნებით. წამოაგეთ შამფურზე და შეწვით. გემრიელი გამოდის გრილზე შემწვარიც.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია საკუთარი გამოცდილებიდან: ამ სტილით შემწვარ სარდელს ძალიან უხდება კიტრის მწნილი და არაყი "გრადუსი".

შებოლილი ქათამი ინდური მარინადით

mshoblebi

დასახელებამ არ დაგაბრკოლოთ. რამდენიმე წუთში მოსამზადებელი კერძია, თუკი "ნიკორაში" შებოლილ ქათამს შეიძენთ (მის ფასი 10 ლარია) და სახელდახელოდ მოამზადებთ სოუსს.

ნატურალური იოგურტი (ან მაწონი) - 4 ს.კ. დაუმატეთ კარის პასტა - 2 ს.კ. და სოუსი მზადაა.

წარმატებულ და გემრიელ უქმეებს გისურვებთ.
3251
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
```