ნოყიერი ოჯახური კერძი საჭირო მასალა:
კარტოფილი – 1 კგ
ხორცის ფარში – 300 გრ
ხახვი – 2 ცალი
სტაფილო – 100 გრ
ტომატის პასტა – 1 სუფრის კოვზი
ზეთი, მწვანილი, მარილი, წიწაკა, ნიორი
მომზადება:
შეარჩიეთ მსგავსი ზომების კარტოფილები. ამოაცალეთ გულები (ჩაის კოვზის ან დანის დახმარებით შეგიძლიათ ამის გაკეთება). ძირი შეგიძლიათ ოდნავ წაათალოთ, რომ ტაფაზე ან ქვაბში მყარად დადგეს.
ფარშში დაუმატეთ მარილი, წიწაკა, ნიორი და ხახვი (წვრილად დაჭრილი ან გატარებული) და ამოავსეთ კარტოფილები.
მჭიდროდ ჩაალაგეთ ტაფაში ან ქვაბში. ნახევრამდე დაასხით ოდნავ მარილიანი წყალი და მოხარშეთ.
ამასობაში მოამზადეთ სოუსი. ხახვი და სტაფილო ზეთში მოხრაკეთ, ბოლოს დაუმატეთ ტომატის პასტა (ან გახეხილი პომიდორი), ცოტა წყალი და მარილი.
კარტოფილი და ფარში რომ უკვე თითქმის მზად იქნება, მოასხით სოუსი და მოთუშეთ ერთად, სანამ ბოლომდე მომზადდება.
ბოლოს მოაყარეთ მწვანილი.