არც ჭურჭელი დაისვრება და არც იწვალებთ ბლინების მომზადება ჩვეულებრივ პლასტმასის ბოთლშიც შეიძლება. არც ჭურჭელი დაისვრება და არც იწვალებთ.
მაშ ასე, აიღეთ ლიტრანახევრიანი ბოთლი, მერე კი ბლინების მოსამზადებელი სტანდარტული ნაკრები: 2 კვერცხი, 10 სუფრის კოვზი ფქვილი, 3 სუფრის კოვზი შაქარი, ნახევარი ჩაის კოვზი მარილი, 3 სუფრის კოვზი ზეთი და 600 გრ რძე (ან მაწონი). ბოთლში მოათავსეთ ძაბრი და ჩაყარეთ შიგნით ფქვილი, შაქარი, მარილი, ჩაასხით კვერცხი, ზეთი, რძე და დაახურეთ თავზე.
ახლა ბოთლი კარგად აჯანჯღარეთ – შესანიშნავად მომზადდება ასე ცომი.
აიღეთ ტაფა, ცოტა ზეთი დაასხით, მერე კი ბოთლიდან გადაასხით ცომი და გამოაცხვეთ ბლინები. სულ ესაა.
შეგიძლიათ, მთელი ცომი არც გამოიყენოთ და ცომის ნაწილი ბოთლით მაცივარში შედგათ – საღამოს ან დილით კიდევ გამოაცხოთ.