ზედმეტი ქიმიით ორგანიზმი რომ არ დაიზიანოთ, კოკა-კოლას შინაურ რეცეპტს გთავაზობთ კოკა-კოლას მავნებლობაზე რას აღარ ჰყვებიან, არადა უმრავლესობისთვის მაინც საყვარელ სასმელად რჩება. განსაკუთრებით ბავშვები გიჟდებიან მასზე. ზედმეტი ქიმიით ორგანიზმი რომ არ დაიზიანოთ, კოკა-კოლას შინაურ რეცეპტს გთავაზობთ. ორიგინალთან ერთი ერთში არ არის, მაგრამ ბავშვის "მოტყუებას" მაინც შეძლებთ.
დაგჭირდებათ
1 ლიტრი წყალი
1 ლიმონი
1 ლაიმი
2 ფორთოხალი
2 ს.კ. დაფქვილი ყავა
300 გ შქარი
1 ჩ.კ. დარიჩინი
1 ჩ.კ. ქინძის კაკალი
ვანილი
1/4 ჩ.კ. მუსკატის კაკალი
გაზიანი მინერალური წყალი
მომზადება
მოხარშეთ კარამელი. 5 ს.კ შაქარს 1 ს.კ წყალი დაასხით და ნელ ცეცხლზე დადგით. ურიეთ, სანამ შქარი მთლიანად არ გადნება და მასა მუქი ყავისფერი არ გახდება. როცა გამუქდება, დაამატეთ 1 ჭიქა წყალი. ადუღეთ ნახევარი წუთით და გადმოდგით ცეცხლიდან
დაფქული ყავისგან მაგარი ყავა მოადუღეთ და გასაგრილებლად დადგით.
შემდეგ ციტრუსი მოამზადეთ: ხილს კანი გააცალეთ (თეთრი გარსი დატოვეთ), გამოწურეთ წვენი. კანი და წვენგაცლილი რბილობი, სანელებლები მოათავსეთ ქვაბში, დაასხით 1 ლიტრი მდუღარე და თავდახურული ადუღეთ 1 წუთის განმავლობაში. გააცივეთ.
შეურიეთ ერთმანეთში ციტრუსის სეროფი, ციტრუსის წვენი, ყავა და კარამელის სიროფი. შედგით მაცივარში 4-5 საათით.
დალევის წინ გააზავეთ გაზიან სასმელში 1:1 პროპორციით.
ბავშვებს 13-14 წლამდე, ჯობია ყავის გარეშე მოუმზადოთ ეს სასმელი.