ზაფხულში ნამცხვრის ცხობის სურვილი არავის აქვს. არადა, გემრიელი დესერტი ისევე გვსიამოვნებს, როგორც ზამთარში ზაფხულის ცხელ დღეებში ნამცხვრის ცხობის სურვილი არავის აქვს. არადა, გემრიელი დესერტი ზაფხულშიც ისევე გვსიამოვნებს, როგორც ზამთარში. წარმოგიდგენთ უგემრიელეს ნამცხვარს, "ნაპოლეონს" ცხობის გარეშე.
საიდუმლო მხოლოდ ერთშია - ამ ფენოვან გულებში, რომლებსაც ფოტოზე ხედავთ. ეს ქარხნული ტკბილეული ყველას გაგისინჯავთ. იყიდება ყველა მარკეტში, სადაც ტკბილეულის დახლია. ახლა კი რეცეპტი:
დაგჭირდებათ
800 გრ ფენოვანი გულები
კრემისთვის
1 ლიტრი რძე
4 კვერცხის გული
2 ს.კ. შაქარი
4 ს.კ ფქვილი
2 ჩ.კ. სახამებელი
ვანილი
300 გრ კარაქი
ჩამოთვლილი ინგრედიენტებისგან მოამზადეთ მოხარშული კრემი:
კვერცხის გულისა და შაქრის გოგლიმოგლს დაასხით ნახევარი ლიტრი რძე. შეათქვიფეთ ფქვილი და სახამებელი. დარჩენილი ნახევარი ლიტრი რძე აადუღეთ და ჩაასხით მასში გოგლიმოგლიანი მასა. განუწყვეტლივ ურიეთ. 3-5 წუთიანი დუღილის შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და გააცივეთ. შეათქვიფეთ დარბილებული კარაქი.
ფენოვანი გულები ფენა-ფენა გაანაწილეთ და თითოეულ ფენას კრემი წაუსვით. ბოლო ფენაც კრემით დაფარეთ და ზემოდან გულების ნაფხვენები მოაყარეთ. ნამდვილი "ნაპოლეონისგან" მართლაც ვერავინ გაარჩევს.