სამზარეულორეცეპტები
"ნაპოლეონი" ცხობის გარეშე - კლასიკური გემო იოლი ხერხებით
"ნაპოლეონი" ცხობის გარეშე - კლასიკური გემო იოლი ხერხებით
ზაფხულის ცხელ დღეებში ნამცხვრის ცხობის სურვილი არავის აქვს. არადა, გემრიელი დესერტი ზაფხულშიც ისევე გვსიამოვნებს, როგორც ზამთარში. წარმოგიდგენთ უგემრიელეს ნამცხვარს, "ნაპოლეონს" ცხობის გარეშე.
საიდუმლო მხოლოდ ერთშია - ამ ფენოვან გულებში, რომლებსაც ფოტოზე ხედავთ. ეს ქარხნული ტკბილეული ყველას გაგისინჯავთ. იყიდება ყველა მარკეტში, სადაც ტკბილეულის დახლია. ახლა კი რეცეპტი:

დაგჭირდებათ
800 გრ ფენოვანი გულები
კრემისთვის
1 ლიტრი რძე
4 კვერცხის გული
2 ს.კ. შაქარი
4 ს.კ ფქვილი
2 ჩ.კ. სახამებელი
ვანილი
300 გრ კარაქი


ჩამოთვლილი ინგრედიენტებისგან მოამზადეთ მოხარშული კრემი:
კვერცხის გულისა და შაქრის
გოგლიმოგლს დაასხით ნახევარი ლიტრი რძე. შეათქვიფეთ ფქვილი და სახამებელი. დარჩენილი ნახევარი ლიტრი რძე აადუღეთ და ჩაასხით მასში გოგლიმოგლიანი მასა. განუწყვეტლივ ურიეთ. 3-5 წუთიანი დუღილის შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და გააცივეთ. შეათქვიფეთ დარბილებული კარაქი.
ფენოვანი გულები ფენა-ფენა გაანაწილეთ და თითოეულ ფენას კრემი წაუსვით. ბოლო ფენაც კრემით დაფარეთ და ზემოდან გულების ნაფხვენები მოაყარეთ. ნამდვილი "ნაპოლეონისგან" მართლაც ვერავინ გაარჩევს.
ბეჭდვა