ყველის ბურთულები ძალიან პოპულარული კერძია ყველის ბურთულები ძალიან გემრიელი და პოპულარული კერძია. მისი მომზადების ბევრი მეთოდი არსებობს. ჩვენ ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულს გთავაზობთ.
საჭირო მასალა:
მაგარი ყველი - 200 გრ
კვერცხი - 3 ცალი
ნიორი - 2-3 კბილი
ფქვილი - 1-2 სუფრის კოვზი
ზეთი, მარილი
მომზადება:
ყველი წვრილ სახეხზე გახეხეთ. დააყარეთ მარილი, წიწაკა, დაუმატეთ კვერცხი და აურიეთ.
გაფცქვცენით და წვრილად დაჭერით ნიორი. დაუმატეთ ყველს ნიორი და ფქვილი. ცომი მოზილეთ (თუ ფქვილი არ იქნება საკმარისი, დაუმატეთ), რომ მისგან ბურთები დაამზადოთ. ამოავლეთ ეს ბურთები ფქვილში და წინასწარ გაცხელებულ, ზეთმოსხმულ ტაფაზე ორივე მხრიდან შებრაწეთ. რომ შეიწვება, ქაღალდის ხელსახოცზე დააწყვეთ, რომ ზედმეტი ცხიმი მოშორდეს.