თაფლიანი ბისკვიტი - საყვარელი გემო და ყველაზე გამოცდილი რეცეპტი
თაფლიანი ბისკვიტი - საყვარელი გემო და ყველაზე გამოცდილი რეცეპტი
ინგრედიენტები:
კვერცხი - 6 ცალი
შაქარი - 160 გრ
თაფლი - 1 სუფრის კოვზი
ფქვილი - 190 გრ

მომზადება:
ათქვიფეთ კვერცხი, შაქარი და თაფლი, სანამ მკვრივი თეთრი მასა არ გამოგივათ - დაახლოებით 10 წუთი. მოცულობით დაახლოებით 4-ჯერ გაიზრდება. შემდეგ ფრთხილად ჩაყარეთ ფქვილი და ქვემოდან ზემოთ აურიეთ.
გამოაცხვეთ 170-180 გრადუსზე. მომზადება ჩხირით შეამოწმეთ და ფორმაშივე გააცივეთ.

მომზადების ალტერნატიული მეთოდი:
ცომი იგივენაირად მოამზადეთ, ხოლო როდესაც გამოცხვება და გაცივდება, დანის პირი გაატარეთ ფორმაის
კიდეებზე და ბისკვიტი მაგიდაზე გადმოიღეთ. ბისკვიტი სამ ფენად გაჭერით. ფენებს მოხარშული შესქელებული რძე (სგუშონი) წაუსვით (შეგიძლიათ, შესქელებული რძე კარაქთან (150 გრ) ან არაჟანთან ერთად გათქვიფოთ). სულ ზედა ფენას კრემი გადაუსვით, შემდეგ შოკოლადის მინანქარი და ცენტრში რამდენიმე თხილი ან ნიგოზიც მოაყარეთ. დაელოდეთ, რომ გაუჯდეს კრემი და შემდეგ მიირთვით.
6241
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
eliso
0
ძალიან მიყვარს
21:33 / 02-09-2015
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?