როგორ მოვზილოთ ცომი სწორად, რომ კარგად ამოვიდეს - 5 ხრიკი
როგორ მოვზილოთ ცომი სწორად, რომ კარგად ამოვიდეს - 5 ხრიკი
ბევრ ჩვენგანს უყვარს ცომეული: ნამცხვრები, ფუნთუშები, ტორტები, ღვეზელები და ა.შ. იმისთვის, რომ ყველაფერი ეს გემრიელი გამოვიდეს, ცომი სწორად უნდა მოიზილოს. სამწუხაროდ, ცომი ყოველთვის კარგად არ ამოდის მაშინაც კი, როცა ყველაფერს ზედმიწევნით რეცეპტის მიხედვით აკეთებ. ამ მხრივ პრობლემები გამოცდილ დიასახლისებსაც კი ექმნებათ. საქმე აქ არა კულინარიულ ოსტატობაში, არამედ ფიზიკაშია! ბევრი იმედგაცრუებული დიასახლისი სვამს კითხვას: "რატომ არ ამოვიდა ჩემი ცომი?" - გეი-ლუკასის კანონის მიხედვით, მუდმივი წნევის პირობებში გაზის მუდმივი მასის მოცულობა აბსოლუტური
ტემპერატურის პროპორციულია.

ანუ ტემპერატურის მატებასთან ერთად გაზის მოცულობაც იზრდება. როგორც კი ცომს გახურებულ ქურაში დგამთ, გაზი იწყებს გათბობას, გაფართოვებას, ცომი კი - ამოსვლას.

გაზი სულ სხვადასხვანაირია. ბისკვიტის ცომში ესაა ჰაერი, რომელიც თქვეფით მიიღება. საფუარიან ცომში ესაა ნახშირორჟანგი. სოდიან ცომშიც ნახშირორჟანგია, რომელიც წარმოიქმნება სოდისა და მჟავას ურთიერთქმედებისას. სველსა და კარაქიან ცომში ეს წყლის ორთქლია.

რეკომენდაციები:
1. ცომში უნდა იყოს საკმარისი გაზი. მაგალითად: ბისკვიტის ცომისთვის კვერცხი კარგად გათქვიფეთ, თავად ცომი კი აკურატულად მოზილეთ. ფენოვანი ცომი ცივ ზედაპირზე გააბრტყელეთ, რათა არ გადნეს კარაქი და ცომმა არ დაკარგოს ტენი.

2. კარგად გააცხელეთ ღუმელი, რომ გაზი სწრაფად გაფართოვდეს. ფაფუკი ცომის მისაღებად ცხობა მაღალ ტემპერატურაზე მიმდინარეობს. გაგრძელება
10588
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
```