უსაფუვრო პურზე მოთხოვნა დღითი დღე მატულობს. მას უამრავ სასარგებლო თვისებას მიაწერენ უსაფუვრო პურზე მოთხოვნა დღითი დღე მატულობს. მას უამრავ სასარგებლო თვისებას მიაწერენ. უფუარი პური არც თუ ისე გემრიელია, ამიტომ მას ხშირად სახვადასხვა სანელებლებით აცხობენ. ასეთი რეცეპტით პურს ძირითადად უცხოური საცხობები გვთავაზობენ, თუმცა საკმაოდ ძვირად.
თუ უსაფუვრო და სანელებლებიანი პური მოგწონთ, ამ რეცეპტით იხელმძღვანელეთ. იმედია, მისი გემო მოგეწონებათ.
დაგჭირდებათ:
• 800 გრამი 1-ლი ხარისხის პურის ფქვილი
• 75 გრამი რუხი ფქვილი
• 100 გრამი რძის ფხვნილი
• 2 ჩ.კ. დაფქული ან კაკალი ქინძი
• 1/3 კარდამონი (აუცილებელი არ არის. საკმაოდ სპეციფიური და ეგზიტიკური გემო აქვს)
• 1 ჩ.კ. დარიჩინი
• 3-6 ჩაის კოვზი შაქარი
• 2 ჩაის კოვზი მარილი
• 1-3 ჩ.კ. სოდა
• 1/2 ჩ.კ. ლიმონმჟავა
მომზადება:
1. შეკრიბეთ ყველა კომპონენტი, დაამატეთ 600 მილილიტრი კეფირი და თხელი ფაფისებრი მასა მოზილეთ. თუ მეტ კეფირს დაამატებთ, უფრო რბილ და ფაფუკ პურს მიიღებთ.
2. საცხობ ფორმას ცხიმი წაუსვით
3. მოათავსეთ ცომი ფორმაში და შედეთ ღუმელში მინიმალურ ტემპერატურაზე. ცომმა მოცულობაში ორჯერ უნდა მოიმატოს. დაახლოებით ერთ საათში მზად იქნება.
რჩევა:
პირველივე ცდაზე შეიძლება საუკეთესო ნახელავი არ გამოგივიდეთ. იდეალური შედეგისთვის რაც შეიძლება კარგად უნდა დახელოვნდეთ სოდისა და კეფირის თანაფარდობაში.