ამ მეთოდით შეიძლება ბლის, მარწყვის და სხვა ხილის ნამცხვრის გამოცხობაც ბევრ ჩვენგანს უყვარს ალუბლის დესერტები, ის კერძებს განუმეორებელ გემოს ანიჭებს. ამცხვრის გამოსაცხობად დრო ყოველთვის არ გვყოფნის. ეს გამოცდილი დიასახლისი კი გვასწავლის, მარტივად როგორ გამოვაცხოთ არა მხოლოდ ალუბლის, არამედ ამ მეთოდით შეიძლება ბლის, მარწყვის და სხვა ხილის ნამცხვრის გამოცხობაც.
ინგრედიენტები:
600 გრ ალუბალი (ან ბალი, ან მარწყვი)
30 გრ გამლღვალი კარაქი
4 კვერცხი
250 მლ რძე
100 გრ ფქვილი
100 გრ შაქარი
12 გრ ვანილი
მწიკვი მარილი
მომზადება:
ხილს კურკა გამოაცალეთ და ცხიმწასმულ ფორმაზე დაალაგეთ.
აურიეთ ყველა ინგრედიენტი, ათქვიფეთ კარგად და დაასხით ზემოდან ალუბალს, რომ დაფაროს.
გამოაცხვეთ დაახლოებით 40-45 წუთით 180 გრადუსზე. დავწრილებით იხილეთ ვიდეო