ასეთ "წამალზე" არც ერთი ბავშვი არ იტყვის უარს ასეთ "წამალზე" არც ერთი ბავშვი არ იტყვის უარს, თანაც, ბუნებრივი და ეფექტურია.
დაგჭირდებათ:
თაფლი – 250-300 გრ
დაფქული კოჭა (ჯანჯაფილი) – 1 ჩაის კოვზი
მომზადება:
აურიეთ ერთმანეთში თაფლი და კოჭა, დადგით ძალიან დაბალ ცეცხლზე და 1,5-2 საათით ადუღეთ. მუდმივდ ურიეთ. იქამდე ადუღეთ, სანამ თეფშის ზედაპირზე დაცემული წვეთი არ უცებ არ გამაგრდება. შემდეგ გადმოდგით, თანაბარ ზედაპირზე გადმოასხით და სანამ რბილია, დაჭერით ლამაზად ან სულაც კანფეტის ან ყინულის ფორმებში ჩაასხით. კანფეტები რომ შემდეგ იოლად ამოიღოთ, ფორმებს წინასწარ ზეთი წაუსვით.
შეგუძლიათ, ამ ნაზავს ნახევარი ჩაის კოვზი ლიმონის წვენიც დაუმატოთ.
დღეში 3-4 ასეთი მამალოს გაწუწვნა და ბავშვს ყელის ტკივილი და ხველა მალე გადაუვლის. მით უმეტეს, რომ ამ გემრიელობას დედა დაუმზადებს, არ შეიცავს კონსერვანტებს და საღებავებს.