ამ რეცეპტით ზამთრისთვის სრულიად განსხვავებულ კერძს შეინახავთ თუ ზამთრისთვის კონსერვებს ამზადებთ, ეს რეცეპტი დაგაინტერესებთ. როგორც წესი, ზამთრის მარაგისთვის მომზადებული პროდუქტები ერთფეროვანია და ყოველ წელს ერთი და იგივეს კონსერვირება გვიწევს. ამ რეცეპტით კი ზამთრისთვის სრულიად განსხვავებულ კერძს შეინახავთ. ეს ბადრიჯნის რულეტებია.
დაგჭირდებათ:
ბადრიჯანი - 3 კილოგრამი
ბულგარული წიწაკა - 6 ცალი
ხახვი - 5 თავი
მარინადისთვის:
წყალი - 250 მლ.
შქარი - 200 გრამი
ძმარი - 200 გრამი
მარილი - 2 სუფრის კოვზი
ზეთი - 200 გრამი
გულსართისთვის:
სტაფილო - 8 ცალი
ძმარი - 5 სუფრის კოვზი
შაქარი - 3 სუფრის კოვზი
მარილი - 1 ჩაის კოვზი
ნიორი - 1 თავი
შავი პილპილი - 1 ჩაის კოვზი
მომზადება:
ბადრიჯანი დაჭერით მოგრძო ბრტყელ ნაჭრებად. ჩაყარეთ მარილწყალში 1-2 საათით. შემდეგ ამოიღეთ, წყალი გადაავლეთ და შეწვით ორივე მხრიდან.
გულსართი:
სტაფილო გახეხეთ წვრილად და დაამატეთ ის ინგრედიენტები, რაც ზემოთ გულსართის რეცეპტშია მითითებული. აურიეთ კარგად და 1-2 საათით გააჩერეთ.
ამასობაში დაჭერით ხახვი და ბულგარული წიწაკა მოგრძო ნაჭრებად.
დაიწყეთ რულეტების შეხვევა. ბადრიჯანზე დადეთ სტაფილოიანი ნაზავი და მჭიდროდ გადაახვიეთ.
რულეტები ჩააწყვეთ ქილაში, შეავსეთ ხახვისა და ბულგარულის ნარევით. დაასხით მარინადი (ზემოთ მითითებული ინგრედიენტები) და გაასტერილეთ 15 წუთის განმავლობაში (წყლის ადუღებიდან).
რულეტები უგემრიელესია და მისი მირთმევა სტუმრისთვისაც არ მოგერიდებათ.