მსუბუქი და გემრიელი წვნიანი წლამდე და 1 წლის ზევით ბავშვებისთვის ინგრედიენტები:
საქონლის ფარში - 100გრ.
ხახვი, სტაფილო - მეოთხედები
კარტოფილი - 1 ც.
წიწიბურა - 2 სუფრის კოვზი.
მომზადება:
ეს რაოდენობა შედარებით პატარა ბავშვთან გამოგადგებათ, თუ ორი და მეტი გყავთ, ინგრედიენტების დოზები გაზარდეთ.
ბოსტნეული გაასუფთავეთ, კარტოფილი და ხახვი დაჭერით წვრილ კუბებად. სტაფილო გახეხეთ სახეხზე. წიწიბურა გარეცხეთ და გამოაშრეთ ტაფაზე. ფარში, ცოტა სტაფილო და ხახვი გაატარეთ ბლენდერში, დაამრგვალეთ და ჩაუშვით ადუღებულ წყალში (დაახლოებით 700 მილილიტრში), მიიყვანეთ ადუღებამდე, დაამატეთ დარჩენილი სტაფილო, ხახვი და ადუღეთ 15 წთ. დაუმატეთ კარტოფილი და წიწიბურა (მარილი დედის სურვილის მიხედვით). ხარშეთ კიდევ 20 წუთი (მითითებულია დრო ადუღებიდან). თუ ბავშვს ჯერ საღეჭი კბილები არ აქვს ამოსული, კარტოფილი და ხორცის ბურთები ჩაუჭყლიტეთ.