ბევრ კერძს უხდება და პიკანტურ გემოს ანიჭებს მალე გამოჩნდება ნივრის მწვანე ღეროები. მათი დამწნილებაც შეიძლება და შეიძლება დამზადდეს ნივრის პასტა.
ინგრედიენტები:
ნივრის ახალამოსული ღეროები -500 გ.
მარილი - 0,5 ჩაის კოვზი
ზეთი - 1,5 სუფრის კოვზი.
მომზადება:
ნივრის ღეროები კარგად გარეცხეთ და მოაცალეთ მკვრივი ნაწილები. დაალაგეთ ქაღალდის პირსახოცზე, რათა კარგად გაშრეს. შემდეგ წვრილად დაჭერით, მარილი და ზეთი დაუმატეთ და დააბლენდერეთ. გამოვა ლამაზი ფერის პასტა. გადაიტანეთ კონტეინერში და შეინახეთ საყინულეში.
დიდხანს ინახება. მაგრამ იმდენად, რამდენადაც ნებისმიერ კერძში იხმარება, დიდხანს არ გაგიჩერდებათ საყინულეში. შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი სოუსში, ხორცთან თუ თევზეულთან. ასევე შეგიძლიათ დაუმატოთ კარაქში.