ეს მარტივი და გემრიელი რეცეპტი ნამდვილად გაგაოცებთ შოკოლადი ბევრის საყვარელი ტკბიოლეულია. ის კარგ განწყობაზეც გვაყენებს და ენერგიითაც გვმუხტავს. თუ მას დესერტში დავუმატებთ, შესანიშნავი რამ გამოვა. თანაც, ცოტა ინგრედიენტი უნდა და ძალიან მალე კეთდება.
დაგჭირდებათ:
1 ფილა შოკოლადი
ფენოვანი ცომის ლისტის ნახევარი
1 კვერცხი
მომზადება:
მზა ფენოვანი ცომის ლისტის ნახევარი აიღეთ და ზედ შოკოლადი დადეთ. გარეთ დარჩენილ ნაწილებზე დანა გადაუსვით ისე, რომ წვრილი ზოლები გამოვიდეს, რომლებსაც მერე ლამაზად გადაადებთ შიკოლადს, როგორც ფოტოზეა.
ათქვიფეთ კვერცხი და კულინარიული ფუნჯის დახმარებით გადაუსვით ცომს ზემოდან.
დესერტი ღუმელში მოათავსეთ 15 წუთით, 200 გრადუს ტემპერატურაზე.
უფრო დაწვრილებით შეგიძლიათ, ვიდეოშიც იხილოთ.