სამზარეულორეცეპტები
გემრიელი ნამცხვარი შესქელებული რძით – მარტივი რეცეპტი
გემრიელი ნამცხვარი შესქელებული რძით – მარტივი რეცეპტი
ნამცხვარი შესქელებული რძით (ე.წ. სგუშონით), რომელიც ერთმა გამოცდილმა დიასახლისმა მოამზადა, სწრაფად მოსამზადებელი და ძალიან გემრიელია, ოჯახის ნებისმიერი ასაკის წევრს რომ მოეწონება. ძალიან უხდება ჩაის თუ წვენს.

ინგრედიენტები:
კარაქი – 80 გრ
ორცხობილა ("პეჩენია") – 300 გრ
კვერცხის გული – 3 ცალი
შესქელებული რძე – 400 მლ
ლიმონი – 1/2
mshoblebi
მომზადება:
საშუალო სისქის ნატეხებად დატეხეთ ორცხობილა (შეგიძლიათ, ქაღალდის ან ცელოფნის პარკში მოათავსოთ და გარედან ხის კულინარიული ჩაქუჩით დააქუცმაცოთ. დაუმატეთ დაჭრილი (ან
გახეხილი) კარაქი და კარგად აურიეთ (შეგიძლიათ, ხელით აურიოთ, ერთგვაროვანი სქელი მასის მიღებამდე). მიღებული მასა გამოსაცხობ ფორმაში მოათავსეთ და 2-სანტიმეტრიანი სისქის ნაპირები გაუკეთეთ. დანარჩენი ცომი თანაბრად გაანაწილეთ.
მოათავსეთ 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში, 15 წუთით.

სანამ ცომი გამოცხვება, ათქვიფეთ კვერცხის გული და დაუმატეთ შესქელებული რძე. თქვეფის პროცესშივე დაუმატეთ ნახევარი ლიმონის წვენი.
გადმოიღეთ ფორმა და გადაუსვით მიღებული მასა ზემოდან. მერე ისევ ღუმელში შედგით 10 წუთით.
შეგიძლიათ გამომცხვარი ნამცხვარი კენკრით ან ხილით მორთოთ.
ბეჭდვა