ძალიან გემრიელი და მარტივი რეცეპტი გიყვართ პიცა და ოცნებობთ, რომ სახლშიც ხშირად დააგემოვნოთ? - ჩვენ დაგეხმარებით ამაში.
უყურეთ ჩვენს ვიდეოს და თავად დარწმუნდებით, რომ თქვენი ოცნების ასრულება არც ისე ძნელია.
გაახურეთ ტაფა, დადეთ კარაქი და დააწყვეთ პურის ნაჭრები. პურის ზედა მხარეს წაუსვით ტომატი, დაალაგეთ ზემოდან ყველის თხელი ნაჭრები, შემდეგ კი ძეხვი ან ლორი (გემოვნების მიხედვით).
როცა პურის ქვედა მხარე დაიბრაწება, ერთი ნაჭერი გადააბრუნეთ და დაადეთ მეორეს ზემოდან ისე, რომ ერთი მთლიანობა გამოვიდეს. ბოლოს გაჭერით მზა პიცა შუაზე და მიირთვით. იხილეთ ვიდეო