როგორ ვაქციოთ ვაშლის ღვეზელი ულამაზეს ვარდად თუ ტკბილეული გიყვართ და ამასთან, ესთეტიც ხართ, მაშინ ნუგბარის არა მარტო გემო, არამედ ვიზუალიც დაგაინტერესებთ. ამიტომ ჩვენ გთავაზობთ კრეატიულ იდეას: როგორ ვაქციოთ ვაშლის ღვეზელი ულამაზეს ვარდად.
გაჭერით ვაშლი შუაზე, ამოაცალეთ გული, შემდეგ დაჭერით თხელ ნაჭრებად, ისე, როგორც ეს ვიდეოშია ნაჩვენები, დაასხით წყალში გაზავებული ნახევარი ლიმონის წვენი და მოათავსეთ მიკროტალღურ ღუმელში 3 წუთი.
ცალკე ჭურჭელში ჩაასხით 3 ს.კ. გარგარის ჯემი, დაასხით 2 ს.კ. წყალი და კარგად ათქვიფეთ.
ფენოვანი ცომი გააბრტყელეთ ისე, რომ სიფრიფანა გამოვიდეს, დაჭერით წვრილ და გრძელ ნაჭრებად, მოასხით ათქვეფილი ჯემის მასა, მოაწყვეთ ზედ ღუმელში დარბილებული ვაშლის ნაჭრები და ძირიდან გადაკეცეთ. შემდეგ გადაახვიეთ ისე, რომ ვარდის ფორმა მიიღოს. ჩაალაგეთ ყალიბებში და გამოაცხვეთ 375 გრადუსზე 35-45 წუთი.
შედეგით აღფრთოვანებული დარჩებით. იხილეთ ვიდეო