უგემრიელესი კატლეტები კვერცხით - სასიამოვნო სიახლე თქვენი შვილებისთვის
უგემრიელესი კატლეტები კვერცხით - სასიამოვნო სიახლე თქვენი შვილებისთვის
გემრიელი კატლეტი ყველას უყვარს. ხორციან კერძებში კი მას უპირატესობას ბავშვები ანიჭებენ. თუ მოგბეზრდათ მათი სტანდარტული წესით მომზადება და სასიამოვნო სიახლის შეტანა გსურთ, ამას ჩვენი ვიდეოს მეშვეობით შეძლებთ. ნოყიერი და გემრიელი სადილისთვის კვერცხიანი კატლეტები სწორედ რომ მისწრებაა.

მოხარშეთ რამდენიმე კვერცხი 6 წუთის განმავლობაში და გააგრილეთ ცივი წყლის აბაზანაში. ამასობაში მოამზადეთ ფარში: გატარებულ ხორცს დაუმატეთ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი, ნიორი, მოასხით ცოტაოდენი მდოგვი, მოაყარეთ პილპილი, მარილი გემოვნებით. მთელი ეს მასა კარგად მოზილეთ. გაფცქვენით კვერცხი, ამოავლეთ ფქვილში და თითო მათგანი ჩატენეთ ფარშისგან გაკეთებულ
თითოეულ გუნდაში. გუნდებით ამოავლეთ ფქვილში, შემდეგ ათქვეფილ კვერცხში და ბოლოს საფანელში. შეწვით კატლეტები ბლომად ცხიმში 3-5 წუთის განმავლობაში. ამგვარად მომზადებული კატლეტის გემო თქვენ და თქვენს შვილებს არასდროს დაავიწყდებათ! იხილეთ ვიდეო
4097
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი