თუ ხახვს მიკროტალღურ ღუმელში მოათავსებთ,მოხდება სრულიად მოულოდნელი რამ...
გთავაზობთ 6 წარმოუდგენელ და სასარგებლო ლაიფჰაკს, რომლებიც გასწავლიან მიკროტალღური ღუმელის არც თუ ისე ჩვეული მიზნებისთვის გამოყენებას. ერთხელ გასინჯვის შემდეგ, თქვენ ისევ და ისევ გამოიყენებთ მათ სამზარეულოში საქმიანობის გასაადვილებლად.
პიცისა და ნამცხვრის გაცხელება
წინა დღით გამომცხვარი პიცა ან ნამცხვარი ისევ ფაფუკი გახდება, თუ გაცხელებისას მიკროტალღურ ღუმელში ჭიქა წყალს შედგამთ. ტენიანი სფერო ახლად გამომცხვარივით გახდის ცომეულს.
ხახვის დაჭრა ცრემლების გარეშე
თუ ხახვს მიკროტალღურ ღუმელში 1-2 წუთით შეალაგებთ, დაჭრისას ცრემლები არ შეგაწუხებთ. ეს ნამდვილი შვებაა!
როგორ გავფცქვნათ ნიორი იოლად
ნიორს ადვილად გავფცქვნით, თუ მიკროტალღურ ღუმელში მოვათავსებთ 2 წუთით. ეს ხერხი დაგეხმარებათ, ნაკლები დრო დაკარგოთ.