მან მაკარონი ტორტის ფორმაში მოათავსა და ისეთი რამ გამოუვიდა, ყველა რომ აღფრთოვანდება!
მან მაკარონი ტორტის ფორმაში მოათავსა და ისეთი რამ გამოუვიდა, ყველა რომ აღფრთოვანდება!
ეს ის რეცეპტია, რომელიც ყველა დიასახლისს მოხიბლავს - მარტივი, უცხო და გემრიელი. შეიტანეთ მრავალფეროვნება თქვენს რაციონში და აღმოაჩინეთ ეს უცხო კერძი.

ინგრედიენტები:
პატარა მაკარონები - 0,5 კილოგრამი
ზეითუნის ზეთი - 2 სუფრის კოვზი
საქონლის ფარში ან ქათმის ფილე - 0,5 კილოგრამი
ნიორი - ორი კბილი
პილპილი - მეოთხედი ჩაის კოვზი
პომიდორი - 800 გრამი
ზეთი (ფორმაზე წასასმელად)
მარილი - გემოვნებით
მაგარი ყველი (სულგუნი ან მოცარელა, ან პარმეზანი წვრილად გახეხილი, და ასევე ნაწილი - დაჭრილი) - 200-300 გრამი

მომზადება:
მაკარონი ოდნავ
მარილიან წყალში მოხარშეთ, ოღონდ ბოლომდე არ მოამზადოთ, ცოტა უნდა აკლდეს ხარშვა. გაავლეთ ცივ წყალში და ცალ-ცალკე დააწყვეთ. მოასხით 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი.
მეორე კოვზი ზეითუნის ზეთი დიდ ტაფაზე მოასხით და დაუმატეთ ფარში. სანამ არ გაყავისფრდება, მოშუშეთ და ტან ურიეთ. დაუმატეთ დაჭყლეტილი ნიორი, მარილი და წიწაკა ან პილპილი. კიდევ 2 წუთი დატოვეთ ცეცხლზე. შემდეგ დაუმატეთ წვრილად გახეხილი პომიდორი და კარგად აურიეთ. ნელ ცეცხლზე მოამზადეთ, სანამ სოუსი არ შესქელდება - დაახლოებით 20 წუთი.
მაკარონს გახეხილი ყველი მოაყარეთ და აურიეთ. შემდეგ ფორმას ზეთი გადაუსვით და შიგნით ისე მოათავსეთ მაკარონი, რომ თითოეული მაკარონი ვერტიკალურად იდგეს.
ფორმას
მაკარონებით, მოასხით ზემოდან სოუსი და ეცადეთ, რომ თითოეული მაკარონის ღრუში მოხვდეს ცოტა ხორცი მაინც.
mshoblebi
ფორმა მოათავსეთ 200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 15 წუთით. შემდეგ ზემოდან მოაყარეთ გრძლად დაჭრილი ყველის ნაჭრები და კიდევ 10-15 წუთი მოამზადეთ, სანამ ყველი მოყვითალო ფერს არ მიიღებს.
ამ "ტორტს" რომ ღუმელიდან გამოიღებთ, 15 წუთი გააჩერეთ. შემდეგ კი გაჭერით ნამცხვარივით.
ეს უგემრიელესი კერძია, რომელიც ყველას დაანაყრებს და გააოცებს. რასაკვირველია, ბევრი ინგრედიენტი აქედან აუცილებელი არ არის, შეგიძლიათ, იფანტაზიოროთ და რაღაც ინგრედიენტები ჩაანაცვლოთ თქვენი გემოვნებით.
mshoblebi

28458
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
ნინო
1
იფ, იფ, იფ :)
16:03 / 31-01-2018
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი