რთული კულინარიული შედევრების დრო წარსულს ჩაბარდა რთული კულინარიული შედევრების დრო წარსულს ჩაბარდა. თანამედროვე დიასხლისის აჩქარებული ცხოვრების ტემპი მარტივ რეცეპტებს მოითხოვს, თუმცა მარტივად მოსამზადებელიც ძალიან გემრიელი უნდა იყოს. ამ პირობებს სრულად აკმაყოფილებს ეს ბანანის ტორტი, რომლის მომზადებასაც გთავაზობთ.
დაგჭირდებათ:
3 კვერცხი
100 გრ. კარაქი
300 გრამი ფქვილი
1 ჭიქა შაქარი
1 ჭიქა არაჟანი
3 ბანანი
1. ჩართეთ ღუმელი და სანამ გაცხელდება განაცალკევეთ კვერცხის ცილა და გული ერთმანეთისგან. ათქვიფეთ კვერცხის გულები ½ ჭიქა საქართან ერთად და გამდნარ კარაქთან ერთად. მდაუმატეთ ფქვილი. მოზილეთ მკვრივი ცომი და მოათავსეთ მაცივარში.
2. დაჭერით ბანანი რგოლებად, მოაგრქვიეთ შაქარი და ვანილი
3. მაცივრიდან გამოღებული ცომი გააბრტყემეთ საცხობ ფორმაზე, რომელსაც წინასწარ ცხიმს მოუსმევთ.
4. დაალაგეთ ცომზე დაჭრილი ბანანი, გადაუსვით სქელი არჟანი, რომელშიც წინასწარ ვანილსა და ცოტაოდენ შაქარს აურევთ. შეგიძლიატ ქოქოსის ფანტელებითაც გაამდიდროთ.
5. მოათავსეთ ღუმელში 20 წუთით. სანამ ცხვება, დარჩენილი ცილითა და ნახევარი ჭიქა შაქრის თქვეფით მოამზადეთ ბეზე.
6. გამოიღეთ ღუმლიდან თითქმის მომზადებული ტორტი და ეს ბეზე წაუსვით. ზემოდან შეგიძლიათ ცუკატებით, ნუშის ფანტელით ან ტორტის დეკორატიული ნამცეცებით გააფორმოთ. შეაბრუნეთ ღუმელში 3 წუთით და მზადაა.