შინაური პურის საუკეთესო რეცეპტი
შინაური პურის საუკეთესო რეცეპტი
შინ გამომცხვარი პური მხოლოდ კერძი კი არ არის, არამედ ჯანსაღი არჩევანი, რომელიც ნაყიდ პურს ჩაანაცვლებს. დღეს ყველა დიასახლისს ურჩევენ, ცხობა ისწავლონ და ყველაფერი შინ გამოაცხონ - პურიც და ნამცხვრეულ-ტკბილეულიც, რომ რამენაირად დაიცვან ოჯახის წევრები ამდენი მავნე მინარევისა თუ ნივთიერებისგან.
პურის ცხობის სხვადასხვაგვარი რეცეპტი არსებობს, ეს ერთ-ერთი მარტივია და თანაც, ძალიან გემრიელი გამოდის.

ინგრედიენტები:
650 მლ თბილი წყალი
1 ჩაის კოვზი შაქარი
2 ჩაის კოვზი მარილი
2 ჩაის კოვზი საფუარი
1
კგ ფქვილი

მომზადება:
რბილი ცომი მოზილეთ, თან სათითაოდ დაუმატეთ ინგრედიენტები. ფქვილი იმდენი ჩაყარეთ, რამდენიც დაგჭირდებათ, შეიძლება 1 კილოგრამზე ნაკლებიც დაგჭირდეთ. შემდეგ ცომი თბილ ადგილას დადგით, რომ ამოვიდეს. 
როცა კარგად აფუვდება, ორ თანაბარ ნაწილად გაყავით. ერთი ფორმაში მოათავსეთ და ცოტა ხანს გააჩერეთ. 
შემდეგ გამოაცხვეთ 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში, დაახლოებით 30-40 წუთით.
ტეგები: პური
14085
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?
```