ზოგჯერ დიასახლისს ბევრი ფიქრი უწევს იმაზე, თუ რა მოამზადოს სადილად ზოგჯერ დიასახლისს ბევრი ფიქრი უწევს იმაზე, თუ რა მოამზადოს სადილად. განსაკუთრებით კი "იდეებით შეშველება" წვნიანებთან დაკავშირებით სჭირდება. წარმოგიდგენთ 10 წვნიანს, რომელიც ოჯახის ყველა წევრისთვის გამოდგება.
1. არომატული წვნიანი ქათმითა დ ყველით
დაგჭირდებათ: 300 გ ქათმის ხორცი; 3 კუბი მდნარი ან ჩვეულებრივი ცხიმიანი ყველი; 3 ცალი კარტოფილი; 1 ცალი სტაფილო; 1 ცალი ხახვი; კამა, ზეთი; მარილი და პილპილი - გემოვნებით.
მომზადება: მოხარშეთ ქათამი (პირველი ნახარში გადაღვარეთ). ამოიღეთ ბულიონიდან, დაანაწევრეთ, გამოაცალეთ ძვლები და ისევ ბულიონში ჩააბრუნეთ. დაუმატეთ კუბებად დაჭრილი კარტოფილი, სტაფილო (ან გახეხილი). წვრილად დაჭრილი ხახვი მოხრაკეთ და დაუმატეთ სუპში. ბოლოს ჩააგდეთ ყველი და პილპილ-მარილი. სუფრაზე მიტანის წინ მოაყარეთ კამა (ან სხვა სასურველი მწვანილი). გემრიელად მიირთვით!
2. ბარდის წვნიანი ძეხვით
დაგჭირდებათ: 1 ჭიქა ბარდა; 3 ცალი კარტოფილ; 1 ცალი სტაფილო; 1 ცალი ხახვი; 5 ცალი ძეხვი "მონადირული"; 2 კუბი ყველი; მწვანილი; ზეთი; მარილი და პილპილი - გემოვნებით.
მომზადება: ბარდა 2 საათით ან მთელი ღამით წყალში ჩაალბეთ. შემდეგ მარილიან წყალში ჩაყარეთ და ხარშეთ 30 წუთი, დროდადრო ურიეთ და მოხადეთ ქაფი. დაუმატეთ დაჭრილი კარტოფილი. ცალკე ტაფაში მოხრაკეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და გახეხილი სტაფილო. დაუმატეთ მრგვლად დაჭრილი ძეხვი. მოხრაკული მასა დაუმატეთ ბარდიან-კარტოფილიან მასაში. ჩაყარეთ მდნარი ყველი, პილპილ-მარილი. სუფრაზე მიტანის წინ მოაყარეთ მწვანილი. გემრიელად მიირთვით!
3. ბარდის წვნიანი ქათმითა და სოკოთი
დაგჭირდებათ: 300 გ ქათმის ფილე ან უძვლო ქათმის ხორცი; 150 გ ქამა სოკო; 0,5 ჭიქა ბარდა (მთელი ღამით ჩალბობილი წყალში); 2 ცალი კარტოფილი; 1 ცალი სტაფილო; 1 ჩ/კ მდოგვი; დანის წვერით კურკუმა; ზეთი, მწვანილი; მარილი და პილპილი- გემოვნებით.
მომზადება: ბარდა ქათმის ხორცთან ერთად მარილიან წყალში მოხარშეთ 30 წუთი. ამოიღეთხორცი, დაანაწევრეთ, დაჭერით და ისევ სუპში ჩააბრუნეთ. დაუმატეთ კუბებად დაჭრილი კარტოფილი. ხარშეთ კიდევ 15 წუთი. ცალკე ტაფაში მოხრაკეთ ბოსტნეული. დაუმატეთ მდოგვი, კარგად მოურიეთ და გადაიტანეთ წვნიანის ქვაბში. დაუმატეთ კურკუმა, პილპილ-მარილი. ხარშეთ სუპი კიდევ 10 წუთი. სუფრაზე მიტანის წინ მოაყარეთ მწვანილი. გემრიელად მიირთვით!
4. "ხარჩო" ქათმით
დაგჭირდებათ: 300 გ ქათმის ხორცი; 1 ცალი სტაფილო; 1 ცალი ხახვი; 100 გრამი ბრინჯი; 3 კბილი ნიორი; 2 ს/კ ტომატ-პასტა; ზეთი; მწვანილი; სუნელები; მარილი და პილპილი- გემოვნებით.
მომზადება: ქათამი დაჭერით. ბრინჯი მარილწყალში მოხარშეთ. სტაფილო ან გახეხეთ ან რგოლებად დაჭერით. ხახვი წვრილად დაჭერით. სტაფილო და ხახვი მოხრაკეთ; დაუმატეთ ტომატ-პასტა; დანაყილი ნიორი; წვრილად დაჭრილი მწვანილი და მოთუშეთ. გადაიტანეთ სუპის ქვაბში. დაუმატეთ სუნელები და მარილი. როცა წამოდუღდება, გამორთეთ და გააჩერეთ 10 წუთი. სუფრაზე მიტანის წინ მოაყარეთ მწვანილი. გემრიელად მიირთვით!
5. ტომატის წვნიანი ხორცის ბურთულებითა და მუხუდოთი
დაგჭირდებათ: 400 გ საქონლის ხორცი; 1 ჭიქა მუხუდო (წინა ღამით ჩალბობილი წყალში); 3 ცალი კარტოფილი; 1 ცალი სტაფილო; 1 ცალი ხახვი; 3 კბილი ნიორი; 1 ცალი ტკბილი წიწაკა; 2 ს/კ ტომატ-პასტა; ზეთი მარილი და სუნელები- გემოვნებით.
მომზადება: მუხუდო მარილწყალში მოხარშეთ დარბილებამდე. ხორცის ფარშისგან გააკეთეთ პატარ ბურთულები და დაუმატეთ მუხუდოს ქვაბში, რათა ერთად მოიხარშონ. ცალკე ტაფაში მოხრაკეთ დაჭრილი ხახვი და სტაფილო. დაუმატეთ ტკბილი წიწაკა; ტომატ-პასტა; თუშეთ 10 წუთი. ტაფის მასა გადაიტანეთ სუპის ქვაბში. დაუმატეთ მსხვილ სახეხზე გახეხილი კარტოფილი. ადუღეთ 20 წუთი; დაუმატეთ მარილი, სუნელები, გამორთეთ და გააჩერეთ 10 წუთი. სუფრაზე მიტანის წინ მოაყარეთ მწვანილი. გემრიელად მიირთვით!
6. ნოყიერი წვნიანი სოკოთი
დაგჭირდებათ: 300 გ საქონლის ხორცი; 200 გ შებოლილი ძეხვი; 200 გ ლორი; 1 ცალი ხახვი; 200 გრამი სოკო; 2 ცალი მჟავე კიტრი; 150 გ უკურკო ზეთისხილი; 2 ცალი პომიდორი; 2 ს/კ ტომატპასტა; 1 ცალი ლიმონი; ზეთი; სუნელები; მარილი და პილპილი- გემოვნებით.
მომზადება: საქონლის ხორცი მოხარშეთ, ამოიღეთ, დაჭერით სასურველ ნაჭრებად და ისევ ბულიონში ჩააბრუნეთ. ცალკე ტაფაში მოხრაკეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, ლორი, ძეხვი; დაუმატეთ პომიდორი, ტომატ-პასტა, თუშეთ 10 წუთი; გადაიტანეთ საქონლის ხორცის სუპში, დაუმატეთ სუნელები, სოკო. ადუღეთ 10 წუთი. დაუმატეთ დაჭრილი კიტრი და ზეთისხილი. წამოადუღეთ. გამორთეთ და გააჩერეთ 20 წუთი. სუფრაზე მიტანის წინ მოაყარეთ მწვანილი და თეფშებში დაუმატეთ მრგვლად დაჭრილი ლიმონი. გემრიელად მიირთვით!
7. ქათმის წვნიანი ბარდითა და ყველის ბურთულებით
დაგჭირდებათ: 300 გრამი ქათმის ხორცი; 1 ცალი სტაფილო; 3 ცალი კარტოფილი; ერთი მუჭა მწვანე ბარდა (შეიძლება მოხუფულიც); 1 ცალი ხახვი; 500 გ ყველი; 1 ცალი კვერცხი; 4 ს/კ ფქვილი; ზეთი, სუნელები და მარილი და პილპილი გემოვნებით.
მომზადება: ქათამი მარილიან წყალში მოხარშეთ. ამოიღეთ, დაჭერით და ისევ ბულიონში ჩააბრუნეთ; დაუმატეთ კუბებად დაჭრილი კარტოფილი. ცალკე ტაფაში მოხრაკეთ დაჭრილი ხახვი და სტაფილო (ან გახეხილი). გადაიტანეთ სუპში. დაუმატეთ სუნელები, მარილი და მოხარშეთ მომზადებამდე.
ყველის ბურთულების მომზადება: ყველი წვრილ სახეხზე გახეხეთ, დაუმატეთ კვერცხი, კარგად მოურიეთ და ფქვილი შეურიეთ. ჩაის კოვზით აიღეთ და პატარა ბურთულები გააკეთეთ. მზა ბურთულები ჩაუშვით სუპში და წამოადუღეთ; დაუმატეთ მწვანე ბარდა. ადუღეთ 10 წუთი, გამორთეთ და გააჩერეთ 10 წუთი. გემრიელად მიირთვით!
8. ქათმის წვნიანი კვერცხის ბლინებით
დაგჭირდებათ: 300 გ ქათმის ხორცი; 3 ცალი კვერცხი; 1 ცალი ხახვი; 1 ცალი სტაფილო; 2 ცალი კარტოფილი; ზეთი; მწვანილი და მარილი, სუნელები- გემოვნებით.
მომზადება: მოხარშეთ ქათამი, ამოიღეთ ბულიონიდან დაჭერით და ისევ ბულიონში ჩააბრუნეთ; დაუმატეთ კუბებად დაჭრილი კარტოფილი; ცალკე ტაფაში მოხრაკეთ დაჭრილი ხახვი და სტაფილო. გადაიტანეთ სუპის ქვაბში. ზეთიან ტაფაში ბლინივით შეწვით ათქვეფილი კვერცხი (გემოვნებით დაუმატეთ პილპილ-მარილი) ორივე მხრიდან. 3 კვერცხიდან სამი ბლინი უნდა გამოგივიდეთ. გააგრილეთ და გრძლად დაჭერით. ჩაუმატეთ სუპში. ჩაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით. წამოადუღეთ 10 წუთი. სუფრაზე მიტანის წინ მოაყარეთ მწვანილი. გემრიელად მიირთვით!
9. ფინური წვნიანი ორაგულითა და ნაღებით
დაგჭირდებათ: 300 გ ორაგულის ნაჭრები სუპისთვის (თავი, ხერხემალი, კუდი); 300 გ ორაგულის ფილე; 3 ცალი კარტოფილი; 1 ცალი სტაფილო; 2 ცალი ხახვი; 1 ჭიქა ნაღები; სუნელები; მარილი და პილპილი- გემოვნებით.
მომზადება: ორაგულის სუპის ნაჭრები მოხარშეთ, დროდადრო მოქაფეთ. ნაჭრები ამოიღეთ, ბულიონი გაწურეთ; დაუმატეთ კუბებად დაჭრილი კარტოფილი, ხახვი და სტაფილო. როცა წამოდუღდება, დაუმატეთ კუბებად დაჭრილი ორაგულის ფილე, მარილი, სუნელები. ხარშეთ 20 წუთი; მოქაფვა არ დაგავიწყდეთ. მომზადების ბოლოს დაუმატეთ ნაღები, გამორთეთ და გააჩერეთ 20 წუთი. გემრიელად მიირთვით!
10 არომატული და ნოყიერი წვნიანი
დაგჭირდებათ: 800 გრამი საქონლის ძვლები, რბილი ხორცი და ნეკნები; 2 ცალი ხახვი; 3 ცალი პომიდორი; 2 ცალი სტაფილო; 2 ცალი ტკბილი წიწაკა (სასურველია სხვადასხვა ფერის); 6-7 ცალი კარტოფილი; 5 კბილი ნიორი; 1 მწარე წიწაკა; ზეთი; მწვანილი; სუნელები და პილპილ-მარილი- გემოვნებით.
მომზადება: სასუეველ ნაჭერბად დაჭრილი ხორცი სქელძირიან ქვაბში ორივე მხრიდან შეწვით; დაუმატეთ მრგვლად დაჭრილი ხახვი და სტაფილო; მოთუშეთ ბოსტნეულის დარბილებლადე. დაუმატეთ წყალი და ხარშეთ 1 საათი. არ დაგავიწყდეთ მოქაფვა; როცა წამოდუღდება, დაუმატეთ მსხვილად დაჭრილი კარტოფილი, კანგაცლილი პომიდორი და ბულგარული წიწაკა. კარგად მოურიეთ; ქვაბში ჩაყარეთ სუნელები, პილპილ-მარილი, დაუმატეთ ტომატ-პასტა, დაჭყლეტილი ნიორი და მთლიანი მწარე წიწაკა. დაუწიეთ ცეცხლს და ხარშეთ 1 საათი. დროის გასვლის შემდეგ ამოიღეთ მწარე წიწაკა, ჩაყარეთ მწვანილი, გამორთთ და 10 წუთი გააჩერეთ. სუფრაზე მიტანის წინ მოაყარეთ მწვანილი და სურვილის მიხედვით, თეფშებში, დაჭრილი მწარე წიწაკა. გემრიელად მიირთვით!