ყველა ნამცხვარს თავისი რეცეპტი აქვს, თუმცა სულ რამდენიმე ტიპის კრემით ირთვება ყველა ნამცხვარს თავისი რეცეპტი აქვს, თუმცა სულ რამდენიმე ტიპის კრემით ირთვება. წარმოგიდგენთ ე.წ. მოხარშულ კრემს, რომელიც ძალიან უხდება როგორც ტორტს, ასევე ყველანაირ ნამცხვარს.
დაგჭირდებათ:
3 კვერცხის გული
2 ჭიქა შაქარი
1 ჭიქა ფქვილი
200 გრამი კარაქი
1 ლიტრი რძე
ვანილი
ლიმონის ცედრა ან ესენცია სურვილისამებრ
მომზადება
კვერცხისა და 1ჭიქა შაქარისგან გავაკეთოთ გოგლი-მოგლი. ცალკე ავურიოთ დარჩენილი შაქარი და ფქვილი. დავასხათ ნახევარი ლიტრი რძე და ავურიოთ კარგად, რომ ბურთულები არ წამოიქმნას. რძის მეორე ნახევარი კი ასადუღებლად დავდგათ. ჩავასხათ მასში ფქვილიანი მასა. შემდეგ ჩავუმატოთ გამზადებული გოგლი-მოგლი. კრემის მომზადების დროს ქვაბს განუწყვეტლივ ურიეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მიიკრობს ( არ არის სასურველი ემალის ქვაბში მომზადება). უკვე გაციებულს შეათქვიფეთ კარაქი - ჯერ ათქვიფეთ კარაქი. თქვიფეთ იმდენ ხანს, სანამ ჰაეროვანი მასა არ წარმოიქმნება. შემგერ კოვზით ნაწილ-ნაწილ შეუერიეთ გაციებული კრემი. ეცადეთ, კარაქისა და კრემის ტემპერატურა რაც შეიძლება ახლოს იყოს ერთმანეთთან. თუ კრემი ცოტა თბილი მოგივიდათ, კრემს აჭრის. შეაზავეთ ვანილითა და ლიმონის არომატით.