რულეტი ისეთი ნამცხვარია, რომელიც ყველას ერთნაირად უყვარს რულეტი ისეთი ნამცხვარია, რომელიც ყველას ერთნაირად უყვარს - დიდებსაც და პატარებსაც. ეს რეცეპტი განსაკუთრებულად მარტივია და თან სასარგებლო.
დაგჭირდებათ:
4 კვერცხი
0,5 ჭიქა შაქარი
ვანილი გემოვნებით
დაახლოებით ნახევარი ჭიქა ფქვილი (ცომი თხელი უნდა იყოს)
2 ჩაის კოვზი კარაქი
2 ჩაის კოვზი თაფლი
0,25 ჭიქა ნაღები
1 ბანანი
შოკოლადი გასაფორმებლად
მომზადება:
კვერცხს და შაქარს ერთად ათქვეფთ და თანდათან დაუმატებთ ფქვილს. ცომს მოზელთ. შემდეგ დაუმატეთ კარაქი და თაფლი, აურიეთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.
ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუსზე. კარაქწასმულ ლანგარზე გადმოაქციეთ ცომი. გამოაცხვეთ 10-15 წუთი. ყურადღებით იყავით, ცომი არ დაგეწვათ, თორემ რულეტი აღარ გამოგივათ.
როგორც კი კანი ოქროსფერი გახდება, გამოიღეთ ლანგარი ღუმელიდან და გააგრილეთ. გაგრილებულ ფენას წაუსვი ნაღები, დადეთ ზედ ბანანი და რულეტი გადაახვიეთ. შემდეგ მორთეთ შოკოლადით ან თხილეულით, დააცადეთ, რომ კარგად გაიჟღინთოს ნაღებით და ჩაისთან ერთად მიირთვით.