ყველაზე გემრიელი ნაპოლეონის რეცეპტი
ყველაზე გემრიელი ნაპოლეონის რეცეპტი
ნამცხვარი „ნაპოლეონი“ ბევრისთვის საყვარელი დესერტია. თხელი ხრაშუნა ზედაპირი და ნაზი კრემი, რა შეიძლება იყოს ამაზე გემრიელი?! მისი მომზადება სახლის პირობებში ძალიან ადვილია. გამოიყენეთ ეს რეცეპტი და დატკბით ამ ნამცხვრის საოცარი გემოთი.

დაგჭირდებათ:
ცომისთვის:
• 80 გრამი კარაქი;
• 100 გრამი შაქარი
• 2 კვერცხი
• 300-350 გრამი რძე
• ½ ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
• 800-900 გრამი ფქვილი

კრემისთვის:
• 400 გრამი მოხარშული "სგუშონი";
• 600 მლ ცხიმიანი ნაღები 30%-იანი
• 500 მლ რძე
• 4 სუფრის კოვზი სახამებელი
• 2
კვერცხი
• 0,5 ჭიქა შაქრის პუდრა

მომზადება:
კარაქი და შაქარი აურიეთ, დაამატეთ კვერცხი და რძე. ეს ყველაფერი კარგად აურიეთ.
150 გრამ ფქვილს დაუმატეთ სოდა, შემდეგ კი შეურიეთ მიღებულ ნარევს. ნელ-ნელა დაუმატეთ დარჩენილი ფქვილი.
როდესაც ცომი საკმარისად სქელი იქნება, გადმოიღეთ ის მაგიდაზე და ხელით აზილეთ. ცომი ელასტიური უნდა იყოს და ხელზე არ უნდა გეკვრებოდეთ. მოზილეთ და გააჩერეთ მაგიდაზე 30 წუთის განმავლობაში.

კრემის მომზადება: კვერცხი და სახამებელი კარგად ათქვიფეთ. რძე ოდნავ შეათბეთ და შეურიეთ კვერცხი და სახამებლის ნარევი. კარგად აურიეთ და დაამატეთ დარჩენილი, შემთბარი რძეც. ეს მასა შემოდგით საშუალო ცეცხლზე. მოათავსეთ ისეთ ჭურჭელში, რომელიც არ იკრავს. გამუდმებით ურიეთ. როდესაც გასქელდება, გადმოდგით ცეცხლიდან და ისევ დაუბრუნდით ცომს, რომელიც
მაგიდაზე გელოდებათ.

ცომი 4 ნაწილად დაჭერით. შემდეგ თითო ნაჭერი 5 ნაჭრად დაჭერით. სულ 20 ნაჭერი უნდა მიიღოთ.
1. თითოეული ნაჭერი კარგად ამოავლეთ ფქვილში, გააბრტყელეთ თხლად (ცომი უნდა იყოს ელასტიური და არ იხეოდეს), ჩაჩხვლიტეთ ჩანგლით და გადაიტანეთ გამოსაცხობ ლანგარზე.
2. გამოაცხვეთ 180-200 გრადუსზე დაახლოებით 4 წუთის განმავლობაში, რომ შეწითლდება - მზადაა.
3. კიდეები მაშინვე ჩამოაჭერით. ნარჩენები გამოგადგებათ ზემოდან მოსაფშვნელად. ასე გამოაცხვეთ დანარჩენებიც.
4. გაციებულ კრემს დაუმატეთ ერთი ქილა მოხარშული „სგუშონი“. კარგად აურიეთ.
5. ნაღები ათქვიფეთ შაქრის ფხვნილთან ერთად. კრემს თანდათან დაუმატეთ ათქვეფილი ნაღები და კარგად ურიეთ.
6. გაციებულ ფირფიტებს კარგად წაუსვით კრემი და დაადეთ ერთმანეთზე. ასევე კრემი გვერდებზეც წაუსვით. ზევიდან მოაყარეთ ნაფხვენები, შედგით მაცივარში მთელი ღამით ან უფრო დიდი ხნით, რათა კარგად გაუჯდეს კრემი. გემრიელად მიირთვით!
33650
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები