პატარებისთვის გემრიელი ფუნთუშების მომზადებას გვასწავლის სამი შვილის დედა და ბევრისთვის საყვარელი კულინარი ანა კოსტავა ხანდახან ჩვენს მკითხველებს თავისი გემრიელი და ულამაზესი რეცეპტებით გაანებივრებს. ამჯერად პატარებისთვის გემრიელი ფუნთუშების მომზადებას გვასწავლის.
საჭირო მასალა:
150 გრ. სქელი არაჟანი;
6 ს/კ რძე;
6 ს/კ ზეთი;
8 ს/კ შაქარი;
1 შეკვრა ვანილი (8 გრამიანი შეკვრა);
მწიკვი მარილი;
1 შეკვრა გამაფხვიერებელი (ან სოდა-ძმრით);
დაახლოებით 2,5 ფქვილი;
1 კვერცხის გული;
ცოტა ქიშმიში.
მომზედების წესი:
არაჟანს დავამატოთ რძე,ზეთი, შაქარი, ვანილი, მწიკვი მარილი და გავთქვიფოთ,ბოლოს შევურიოთ გამაფხვიერებელი,ფქვილი და მოვზილოთ ცომი(ცომი რბილი და ელასტიური უნდა იყოს).
ცომი გავყოთ 12 ნაწილად და გავაკეთოთ ბურთები.
6 ცალი ბურთი მოვათავსოთ ცხიმწასმულ პატარა კექსის ფორმებში, თავზე გადავუსვათ კვერცხის გული (1 კვერცხის გული და 1 ჩ/კ რძე აურიოთ ერთმანეთში) და გამოვაცხოთ ღუმელში 180-200 გრადუსზე.
დარჩენილ ცომის ნაწილებს მივცეთ სასურველი ფორმა (როგორც სურათზე ჩანს), მოვათავსოთ საცხობ ფირფიტაზე,თითოეულს გავუკეთოთ ქიშმიშის თვალები და ცხვირი, გადავუსვათ კვერცხის გული და გამოვაცხოთ 200 გრადუსზე.
ფუნთუშებზე ხის ცხირებით დავამაგროთ თავები და გავალამაზოთ ბაფთებით.