ამ რეცეპტით უნაზესი და ფუმფულა ცომი გამოდის
ამ რეცეპტით უნაზესი და ფუმფულა ცომი გამოდის და შეგიძლიათ, გამოიყენოთ ნებისმიერი გულსართისთვის. უბრალოდ არეგულირეთ შაქრის რაოდენობა იმის მიხედვით, მარილიან ღვეზელებს აცხობთ, თუ ტკბილს.
ინგრედიენტები:
მარგარინი 250 გრ
ფქვილი 500 გ
არაჟანი 3-4 ს/კ
შაქარი გემოვნებით
სოდა 1/2 ჩ/კ
კვერცხი 4 ცალი
ტაბულა
მომზადების წესი:
მარგარინი აკეპეთ ფქვილში, დაუმატეთ შაქარი, არაჟანში გახსენით სოდა და დაუმატეთ ფქვილის მასას, შემდეგ ჩაახალეთ 3 კვერცხი + კვერცხის გული (ცილა შეინახეთ ღვეზელზე ზემოდან მოსასმელად). მოზილეთ ცომი იქამდე, რომ თითებზე არ გეკვრებოდეთ.
სანამ გულსართს მოამზადებთ, შედგით ცომი მაცივარში.