სახელდახელო ფუნთუშები გემრიელი საუზმისთვის
სახელდახელო ფუნთუშები გემრიელი საუზმისთვის
საჭირო მასალა:
5 ს/კ მაწონი;
6 ს/კ ზეთი;
10 ს/კ რძე;
7-8 ს/კ შაქარი;
1 შეკვრა ვანილი;
1 შეკვრა გამაფხვიერებელი;
3 ს/კ ქიშმიში;
დაახლოებით 2,5 ჭიქა ფქვილი.

მომზადების წესი:
მაწონი, შაქარი, ვანილი, რძე, ზეთი, ქიშმიში ავურიოთ კარგად ერთმანეთში, დავამატოთ გამაფხვიერებელი და ფქვილი და მოვზილოთ ცომი (ფქვილის რაოდენობა თვითონვე უნდა განსაზღვროთ. ცომი ისეთი უნდა იყოს, რომ ხელზე შეიძლება ოდნავ გვეწებებოდეს).

სველი ხელებით ცომისგან გავაკეთოთ "ბურთები" (მე 7 ცალი დიდი ფუნთუშა გავაკეთე) და მოვათავსოთ საცხობ ფირფიტაზე. თავზე წავუსვათ
მაწონი (1 სუფრის კოვზი მაწონი და 1 ს/კ რძე ავურიოთ ერთმანეთში).
გამოვაცხოთ ღუმელში 180 გრადუსზე.
ბოლოს მოვაფრქვიოთ შაქრის პუდრა.
4405
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
ana kostava
0
ქალბატონო მაია,რეცეპტში მითითებულია: "ფქვილის რაოდენობა თვითონვე განსაზღვრეთ. ცომი ისეთი უნდა იყოს, რომ ხელზე შეიძლება ოდნავ გვეწებებოდეს".
22:14 / 21-11-2015
maia
0
გავაკეთე ცომი მაგრამ ზალიან თხელი გამოვიდა
19:15 / 21-11-2015
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი