გემრიელი ბუტერბროდი დაგჭირდებათ:
ტოსტის პური
ძეხვის ნაჭერი
ყველის ნაჭერი
კიტრის ნაჭერი
შავი ზეთისხილი
მწვანე მუხუდოს მარცვალი
სალათის ფოთოლი
მწვანე ხახვის ღერო
1. ტოსტის პურის ნაჭერი დიაგონალზე გაჭერი ისე, რომ ორი სამკუთხედი მიიღო. ერთი სამკუთხედი ლოკოკინას ტანი იქნება.
2. სამკუთხედს ყველის ასევე სამკუთხედი ნაჭერი დაადე. ყველისა და პურის ნაჭრებს შორის შუაში გაჭრილი მწვანე ხახვის ღერო ჩაუმაგრე. ეს ლოკოკინას რქები იქნება.
3. კიტრის მრგვალი ნაჭერი სამკუთხედის ზედა კუთხეში დადე, - იქ, სადაც რქები გაუკეთე, ეს ლოკოკინას თავია. თვალებისთვის კი ზეთისხილის მრგვალი ნაჭრები გამოიყენე.
4. ახლა თვალებზე ხახვის რგოლები დაადე. ასე თვალები დასრულებულ იერს მიიღებს. ცხვირი მუხუდოს მარცვლით გაუკეთე.
5. პირისთვის მწვანე ხახვის პატარა ღერო გამოიყენე. ტანზე გაჭრილი პურის მეორე ნახევარი მოათავსე.
6. პურს ზემოდან ძეხვის ნაჭერი დაადე - ეს ლოკოკინას ნიჟარა იქნება. ბოლოს კი შენი მშვენიერი ბუტერბროდი სალათის ფოთოლზე დაასკუპე.