იდიალურია დესერტებისთვის. შეგვიძლია კრემიც გავაკეთოთ საჭირო მასალა (დაახლოებით 4-5 პატარა 250-გრამიანი ქილისთვის):
2 ლ. რძე;
1 კგ. შაქარი;
2,5 ს/კ თაფლი;
4 შეკვრა ვანილი;
0,5 ჩ/კ მარილი;
0,5 ჩ/კ სოდა.
მომზადების წესი:
წყალგამოვლებულ ქვაბში ჩავასხათ რძე და წამოვადუღოთ. ცხელ რძეში გავხსნათ შაქარი,დავამატოთ თაფლი, ვანილი, მარილი, სოდა და დავდგათ ნელ ცეცხლზე დაახლოებით 2 საათი (მომზადების დრო თვითონ განსაზღვრეთ.მასა ცოტა უნდა გასქელდეს. ძალიანაც ნუ ჩავასქელებთ, თორემ, რომ გაცივდება ჩაგვიშაქრდება). ხშირად მოვურიოთ, რომ რძე არ გადმოვიდეს, ან ძირი არ დაიკრას.
მზა შესქელებული რძე ჩავასხათ ცხელწყალგამოვლებულ ქილებში, ვაცადოთ გაცივება, შემდეგ დავაფაროთ თავსახური და შევინახოთ მაცივარში.
P.S. პურს გადავუსმევთ და მივირთმევთ გემრიელად. ასევე იდიალურია დესერტებისთვის. შეგვიძლია კრემიც გავაკეთოთ.