გემრიელი დესერტი პატარებისა და დიდებისთვის ეს "პეჩენიები" მარტივად მოსამზადებელია, გემრიელი და თანაც, სამარხვო
საჭირო მასალა:
150 გრ. მარგარინი;
100 გრ. შაქარი;
2 შეკვრა ვანილი;
ფქვილი - რაც დაგვჭირდება (დაახლოებით 2,5 ჭიქა, ან მეტი,ან ნაკლები. თვითონ განსაზღვრეთ რაოდენობა);
ნებისმიერი ხილის ჯემი (არომატული).
მომზადების წესი:
ზემოთ აღნიშნული ინგრედიენტებიდან მოვზილოთ სწრაფად ელასტიური ცომი (ხელზე რომ არ გვეკვრებოდეს ისეთი), შევახვიოთ ცელოფანში და შევინახოთ მაცივარში ნახევარი საათი.
ფქვილმოყრილ მაგიდაზე გავაბრტყელოთ ცომი თხლად და მრგვალი ფორმით, ან ჭიქით ამოვჭრათ ოვალური ფორმის ცომის ნაწილები. დავაწყოთ საცხობ ფირფიტაზე და გამოვაცხოთ ღუმელში 175 გრადუსზე, სანამ ოქროსფერს არ მიიღებს.
დარჩენილი ცომი შევაერთოთ, კვლავ გავაბრტყელოთ და ამოვჭრათ ახალი ნაწილები.
ჯემი შევათბოთ.
ცხელ "პეჩენიებს" წავუსვათ თბილი ჯემი და თავზე დავაწებოთ ისევ "პეჩენიები".
სურვილისამებრ თავზე მოვაფრქვიოთ შაქრის პუდრა.