ლობიანი, ნახევრად ფენოვანი და საფუარიანი სამარხვო ცომით
ლობიანი, ნახევრად ფენოვანი და საფუარიანი სამარხვო ცომით
საჭირო მასალა:
1 კგ. ფქვილი;
1 ს/კ საფუარი;
2 ს/კ ზეთი;
1 ჩ/კ მარილი;
თბილი წყალი(რამდენსაც შეიზელს);
250 გრ. მარგარინი.

მომზადების წესი:
ზემოთ აღნიშნული ინგრედიენტები(მარგარინის გარდა) მოვათავსოთ ჯამში და მოვზილოთ ფაფუკი ცომი.
ცომი რომ ამოვა, გადმოვიღოთ ფქვილმოყრილ მაგიდაზე, გავაბრტყელოთ და წავუსვათ 250 გრ. დარბილებული მარგარინი. გადავკეცოთ კონვერტისებურად და შევდგათ მაცივარში.
ნახევარი საათის შემდეგ კიდევ გავაბრტყლოთ ცომი, გადავკეცოთ კონვერტისებურად და ისევ შევინახოთ მაცივარში. სასურველია მესამეჯერაც თუ გავიმეორებთ იგივე პროცედურას.
ცომს მივცეთ სასურველი ფორმა და შიგნით მოვათავსოთ ნებისმიერი გულსართი (ლობიო, კარტოფილი, სოკო..)
გამოვაცხოთ ღუმელში 200 გრადუსზე.
P.S. ეს ცომი შეგიძლიათ საყინულეშიც შეინახოთ 1 კვირა.
16363
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი