სამარხვო რულეტი სადღესასწაულო სუფრისთვის
სამარხვო რულეტი სადღესასწაულო სუფრისთვის
მომზადების წესი:
250 მარგარინი გავთქვიფოთ კარგად 100 გრ. შაქართან ერთად, დავამატოთ 1 შეკვრა ვანილი, 1 ჩ/კ სოდა-ძმრით, 100 მლ. თბილ წყალში გახსნილი 1 ჩ/კ საფუარი, დაახლოებით 4 ჭიქა ფქვილი (ან ცოტა მეტი) და მოვზილოთ ცომი.
ხელით კარგად დავამუშაოთ, სანამ ელასტიურ მასას არ მივიღებთ.
ცომს დავაფაროთ თავზე და გავაჩეროთ ნახევარი საათი, შემდეგ გავყოთ ორ ნაწილად.
სამუშაო მაგიდაზე დავაფინოთ ცელოფანი, მოვაყაროთ ფქვილი და მასზე გავიყვანოთ თხლად ცომის ერთი ნაწილი, გადავუსვათ ნებისმიერი ჯემი (ჯემს სურვილისამებრ დავამატოთ ცოტა დარიჩინი), მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი თხილი ან
ნიგოზი და ქიშმიში. ცელოფნის დახმარებით გადავახვიოთ ცომი რულეტივით, ცელოფანი კი, გზა და გზა ავაცალოთ.
ამავე წესით ვამზადებთ მეორე რულეტს და ორთავეს მოვათავსებთ ცხიმწასმულ საცხობ ფირფიტაზე, შევდგამთ ღუმელში და გამოვაცხობთ 200 გრადუსზე.
გამომცხვარს თავზე მოვაყაროთ შაქრის პუდრა ან გადავუსვათ მინანქარი.
ტეგები: რულეტი
7950
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი