გემრიელი და მხიარული ბუტერბროდი
დაგჭირდებათ:
თეთრი პურის 1 ნაჭერი;
1 ნაჭერი ყველი;
პაშტეტი;
მწვანე ხახვი;
წითელი ტკბილი წიწაკა;
ზეთისხილი;
ბოლოკი.
1. პურის ნაჭერს წაუსვით პაშტეტი.
2. ყველის ნაჭრისგან გამოჭერით ორი რგოლი. ერთი რგოლი შუაში გაჭერით. ერთი ნახევარი კიდევ შუაში. უნდა მიიღოთ ორი სამკუთხედი. ეს ორი სამკუთხედი გოჭის ყურებია.
3. ყველის მთლიანი რგოლი პურის ნაჭერზე დადეთ. ეს გოჭის დინგია.
4. ბოლოკი მრგვლად დაჭერით. ეს გოჭის თვალებია. მას კი ზემოდან მრგვლად დაჭრილი ზეთისხილის ნაჭრები დაადეთ.
5. წითელი ტკბილი წიწაკისგან გამოჭერით გოჭის პირი. მრგვლად დაჭრილი ხახვის რგოლები ყველის რგოლზე დადეთ. ეს გოჭის ნესტოებია. რაც შეეხება გოჭის ტანს. მას პურის მომცრო ნაჭრისგან გააკეთებთ. ფეხებს კი - მარილიანი ჩხირებისა და ზეთისხილისგან.