რამდენიმე ადვილად მოსამზადებელი და ლამაზი სალათი ანა კოსტავასგან ბოსტნეულის და თევზის "ტორტი"
მომზადების წესი:
რამდენიმე ცალი კარტოფილი, სტაფილო, ჭარხალი, კვერცხი მოვხარშოთ, დავხეხოთ ცალ-ცალკე.
და ფენებად მოვათავსოთ დიდ თეფზე, ერთმანეთის მონაცვლეობით.
შუა ფენაში მოვათავსოთ წვრილად დაჭრილი დაკონსერვებული თევზი.
ფენებს შორის მოვაყაროთ მარილი, შავი პილპილი, მწვანე ხახვი, ოხრახუში და გადავუსვათ მაიონეზი.
ბოლოს მოვრთოთ სტაფილოთი.
ასევე შეგიძლიათ მორთოთ ე.წ. შუბა.
მორთვა რამდენიმენაირად შეგიძლიათ. ესეც ვარიანტები:
სოკო ბრინჯით
მომზადების წესი:
1) წინასწარ მომზადებულ ბოსტნეულის ან ხორცის ბულიონში მოვხარშოთ ბრინჯი და შემდეგ გადმოვიღოთ საწურზე.
2) მსხვილად დავხეხოთ სტაფილო და ხავთან ერთად მოვთუშოთ ზეთში, დავამატოთ ოხრახუში, ნიორი, მარილი და შავი პილპილი.
3) ხახვთან ერთად მოვთუშოთ სოკო, დავამატოთ ნიორი, მარილი და შავი პილპილი.
შეგვიძლია მზა სოკო, სტაფილო და ბრინჯი ერთმანეთში ავურიოთ, ან ფენებად მოვათავსოთ დიდ თეფშზე.
ქათმის ხორცის სალათა კვერცხით
მომზადების წესი:
შემწვარი ქათმის ხორცი დავჭრათ წვრილად და დავამატოთ მოთუშული სოკო, მოხარშული ბრინჯი, სიმინდის მარცვლები, მწვანე ხახვი, ცერეცო, მაიონეზი, მარილი და შავი პილპილი.
ეს ყველაფერი კარგად ავურიოთ ერთმანეთში.
მზა სალათა მოვათავსოთ დიდ თეფშზე და ზემოდან მთლიანად დავფაროთ წვრილად დაჭრილი მწვანე სალათის ფოთლებით.
მოხარშული კვერცხები გავყოთ შუაზე, ამოვუღოთ გულები, ამოვავსოთ ქათმის სალათით და შემდეგ დავალაგოთ სალათის თავზე.
(გავაფოროთ პატარა კუბიკებად დაჭრილი ფერადი ბულგარულებით).
სადღესაწაულო ომლეტი
მომზადების წესი:
10 ცალი კვერცხი, წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი, მწვანილები, მარილი და პილპილი გავთქვიფოთ, დავასხათ ცეცხლგამძლე ზეთიან ფორმაზე (უხელო ან რკინის ხელიან ტაფაზე...) და შევდგათ ღუმელში.
მომზადებამდე ცოტა ადრე კვეცხის თავზე დავაფინოთ პომიდვრის და ბეკონის თხელი ნაჭრები და ისევ შევდგათ ღუმელში ცოტა ხნით. ასევე უხდება მოხეხილი ყველი.